ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ვაისი: მჯერა, საქართველო შანსს გამოიყენებს და ყველა ქართველი ბედნიერი იქნება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე გასვლის შანსები შეაფასა:

"მე დარწმუნებული ვარ, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ერთა ლიგიდან გავა. ნაკრები კარგად თამაშობს. პირველი მატჩი სახლში აქვთ. ვფიქრობ, მეორე ცდიდან წარმატებას მიაღწევენ. როდესაც მათი მწვრთნელი ვიყავი, ფინალში გავედით, მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან დავმარცხდით.

ახლა ფეხბურთელები გამოცდილები გახდნენ და გუნდს კლასი აქვს. მჯერა, საქართველო თავის შესაძლებლობას გამოიყენებს და ევროპირველობაზე გავა. და ყველა ქართველი ბედნიერი იქნება".

ასევე დაგაინტერესებთ