ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფს გამოტოვებს - შიში და ორაზროვნება...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ ესპანეთის ნაკრებთან მატჩის ბოლოს მსაჯთან საუბრის გამო გაფრთხილება მიიღო. უკვე დასრულებულ შესარჩევ ეტაპზე ეს "კვარას" მესამე ყვითელი ბარათი იყო, რაც უეფას წესების თანახმად, შემდეგი თამაშის გამოტოვებას ნიშნავს. ხვიჩა "ერთა ლიგიდან" მიღებულ ნახევარფინალს გამოტოვებს - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა.

რადგანაც შესარჩევში მეტი შეხვედრა არ გვაქვს, ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის კი ჯგუფური ეტაპის შემდეგ პლეი-ოფი არ ინიშნება, უმრავლესობამ ჩათვალა, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერს "ერთა ლიგიდან" მონიჭებულ პლეი-ოფში ნახევარფინალის გამოტოვება არ ემუქრებოდა. გარკვეული დებულებები ორაზროვნად აღიქმება და ეჭვის საბაბს ეს იძლევა. მაგალითად,
"ერთა ლიგა" დასრულდა, პლეი-ოფი კი, სადაც თამაშის საშუალება გვაქვს, ევროპის ჩემპიონატისაა და არა "ერთა ლიგის", შესაბამისად, შიში იმისა, რომ დისკვალიფიკაცია აქაც იმოქმედებს, გულშემატკივრებში გაიზარდა.

შეგახსენებთ, "ერთა ლიგიდან" ბოძებული პლეი-ოფის პირველ ეტაპზე სავარაუდოდ ლუქსემბურგის ნაკრებს (აზერბაიჯანთან შეხვედრის შანსებიც არსებობს) 2024 წლის მარტში, თბილისში დავუპირისპირდებით.

ასევე დაგაინტერესებთ