ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

შოტლანდიელთა მწვრთნელის თქმით, საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და დროის გაყვანას ცდილობდნენ

AutoSharing Option
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში საქართველოს ნაკრებთან ნამატჩევს (2:2) კომენტარი შოტლანდიის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სტივ კლარკმა გააკეთა.

კლარკმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია, არა მხოლოდ მეოთხე კალათაშია საუკეთესო, არამედ მესამე კალათაშიც ერთ-ერთი საუკეთესოა; ერთა ლიგის პლეი-ოფში წარმატებით იასპარეზებს და საერთოდ, როდესაც მის რიგებში განსაკუთრებული კვარაცხელია თამაშობს, ასეთი მეტოქის ძლევა ძნელია.

მისი თქმით, თბილისში წასაგებად არ ჩამოვიდნენ, მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს და ფრეს მიაღწიეს. ამოცანა იმან გაურთულათ, რომ ქართველები ბოლოს მოედანზე ხშირად იწვნენ, დროის გაყვანას ცდილობდნენ, რაც ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია
და თავისი შეგირდების გარჯით კმაყოფილია.

ასევე დაგაინტერესებთ