ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ვინ მიიღო ყველაზე მაღალი შეფასება საქართველოს ნაკრებიდან

AutoSharing Option
დღეს, 28 მარტს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრებმა ნორვეგიას უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

უცხოურმა პორტალმა Whoscored-მა საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მაღალი ქულით ხვიჩა კვარაცხელიას (7.5) თამაში შეაფასა, მეორე გამოცემა Sofascore-მა კი "კვარასა" და გიორგი მიქაუტაძეს თანაბარი (7.3) ქულა დაუწერა.

ორივე პორტალის მიხედვით, ყველაზე დაბალი შეფასებები გურამ კაშიამ (6.2) და ჯიმი ტაბიძემ (6.3) დაიმსახურეს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 17 ივნისს კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს.

altსაქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა

altპირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან 0:1

მარცხდება