ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" 35 წლის მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა. მას საქართველოსა და შვედეთის მატჩის წინ სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ამასთან დაკავშირებით ნავალოვსკიმ თავის "ფეისბუქის" გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

"მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს. ამ წლების განმავლობაში სიამაყით ვატარებდი ეროვნული ნაკრების მაისურს, თითოეული შეხვედრა ვითამაშე გულით, ჟინით, ჩვენი ქვეყნის, გერბის, დროშის და ჰიმნის სიყვარულით. ვარ ამაყი და ბედნიერი, კიდევ ერთხელ გეუბნებით მადლობას".

ასევე დაგაინტერესებთ