ჩრდილოეთ მაკედონიამ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა და დავრჩით ევრო 2020-ის გარეშე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მისთვის ტრადიციული  ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია და ის სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელსაც სიტუაციიდან გამომდინარე ველოდით. დებიუტში ბურთს უფრო ჩვენი გუნდი აკონტროლებდა, თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა და თამაში თვალსასეირო არ გახლდათ. პირველად მასპინძლებმა მეტოქის კარში 28-ე წუთზე დაარტყეს - ოქრიაშვილს დიმიტრიევსკიმ აუღო. შემდეგ ისევ თორნიკემ შეუტია სახიფათოდ და ოდნავ ააცილა მიზანს. მერე ყაზაიშვილს შეეძლო გატანა, მაგრამ ბოლო მომენტში
მცველმა აართვა ბურთი. 33-ე წუთზე პანდევის თავური ლორიამ მოიგერია.

მეორე ტაიმი მაკედონიამ აქტიურად დაიწყო და ნესტოროვსკის პასით პანდევმა ანგარიში გახსნა. „ჯვაროსნები“ ბურთს ვერ აკონტროლებდა, თამაშის გამწვავებას ვერ ახერხებდა, მოწინააღმდეგეს კი სწრაფი კონტრშეტევების საშუალება ეძლეოდა და ელმასმა ბურთი კარს ააცილა. მოკლედ, თამაში ვიზავისთვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა და ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

ვაღიაროთ, მეტოქემ საქართველოს ნაკრებს აჯობა და დამსახურებულად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენმა გუნდმა კი უსუსურად ითამაშა და მთელი ნაშრომი წყალში გადაყარა. ეს იყო უკანასკნელ წლებში ვაისის გუნდის ყველაზე უარესი მატჩი.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 0:1
გოლი: პანდევი (56)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია (ჯიღაური 88), დვალი (ხოჭოლავა 90+1), კანკავა, კვეკვესკირი, გვილია (პაპუნაშვილი 81), ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი (დავითაშვილი 90+1), კაჭარავა (ლობჯანიძე 81)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ბეიტულაი, ალიოსკი, ნიკოლოვი (კოსტადინოვი 84), ადემი (სპიროვსკი 67), რისტოვსკი (ზაიკოვი 89), ელმასი, პანდევი, ნესტოროვსკი
მკითხველის კომენტარები / 319 /
Do not find the problem in you. You were good, we were just bit BETTER...

It is just a game.

Regards from Macedonia
Alexander the Great Macedonian
00:57 15-11-2020
1
საქართველოს ნაკრებს ესტონეთთან 18 ში აუცილებლად ჭირდება ხვიჩა კვარაცხელია ექიმებმა სასწაული უნდა მოახერხონ
ბეღურა
00:37 14-11-2020
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული