ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

გიორგი დევდარიანი: კარგია ყაზახეთის და ანდორის დამარცხება, მაგრამ ეს სხვა დონეა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს შვეიცარიასთან მატჩით იწყებს.

ჩვენს გუნდს 19 წლის ლიდერი გიორგი ჩაკვეტაძე დააკლდება.

მოახლოებული მატჩის შესახებ აზრი, ქუთაისის "ტორპედოს" აკადემიას დირექტორს და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოვილ მთავარ მწვრთნელს გიორგი დევდარიანს ვკითხეთ.

"გიორგი ჩაკვეტაძე იყო ამ გუნდის ლიდერი, ვნახოთ რას წარმოადგენს ეს ფორმაციის ნაკრები ამ ბიჭის გარეშე. შვეიცარია ზუსტად ისეთი მეტოქეა, როგორ მეტოქესთანაც ძალები უნდა მოვსინჯოთ.

კარგია ყაზახეთის და ანდორის დამარცხება, მაგრამ ეს სხვა დონეა და შესაბამისად ეს თამაში ბევრ კითხვას გასცემს პასუხს, ამის შემდეგ უფრო
უპრიანი იქნება ვისაუბროთ შანსებსა და უშანსობაზე" - უთხრა გიორგი დევდარიანმა Sportall.ge-ს.

საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების მატჩი 23 მარტს 18:00 საათზე "დინამო არენაზე"
დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ