ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ლევან კობიაშვილი: გიორგი არაბიძეს ნაკრებში ვერ ვიხილავთ

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "სპორტი იმედის" ეთერში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა "ნასიონალის" შემტევი ნახევარმცველი გიორგი არაბიძე გააკრიტიკა.

"ყველაზე ბედნიერები ჩვენ ვიქნებით, თუ გიორგი ნაკრებში იქნება და ითამაშებს. ჩვენ ვიცით, რა შეუძლია მას, მაგრამ გიორგიმ იცის, თუ რატომ არაა ნაკრებში გამოძახებული, არამარტო ეროვნულ, არამედ არც ერთ სხვა ნაკრებში. მასთან ალექსანდრე იაშვილს ჰქონდა რამდენიმე კვირის წინ საუბარი და მან იცის მიზეზი. პირველ რიგში გუნდის ინტერესებია. ფეხბურთელი, რომელიც პატივს არ სცემს გუნდს, გულშემატკივარს და იქცევა ასეთი არაპროფესიონალური საქციელით, მას ნაკრებში ვერ ვნახავთ".

ლატვიასთან ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენცაზე არაბიძის თემას საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიც შეეხო:"არაბიძე იმიტომ ვერ მოხვდა განაცხადში, რომ ვარჯიშებზე უფრო მეტად უნდა წარმოაჩინოს თავი. ისე, ეს 20 წლის ბიჭი უდავოდ ნიჭიერია".

შეგახსენებთ ის ლატვიასთან განაცხადში არ ყოფილა და არც გუნდის საგულშემატკივროდ დარჩენილა.

ასევე დაგაინტერესებთ