ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ერთა ლიგის ჩვენების უფლება Silk Sport-მა მოიპოვა: სად იქნება საქართველოს ნაკრების თამაშები?

AutoSharing Option
ერთა ლიგის თამაშები SILK SPORT-ის ეთერით იქნება წარმოდგენილი, ამის შესახებ Sportall.ge-ს ლევან სალუქვაძემ განუცხადა.

"ჩვენ შევიძინეთ როგორც ერთა ლიგის ტურნირი, ისე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები. გვაქვს აბსოლიტურად ყველა შეხვედრის ჩვენების უფლება.

შევეცდებით, ერთა ლიგის ტურნირი მაქსიმალურად გაშუქებული იყოს. ორგანიზატორები თითონ დროში ისე აკეთებენ, რომ გულშემატკივარმა მაქსიმალურად ბევრი მატჩის ნახვა შეძლოს.

რა თქმა უნდა, იმ ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებია, ყველა თამაში იქნება ნაჩვენები.

რაც შეეხება თავად საქართველოს ნაკრებს, ჩვენ არ გვაქვს უფლება მისი თამაშები პირდაპირ ეთერში გავუშვათ. შეგვიძლია,
რომ რამდენიმე საათის დაგვიანებით ჩანაწერში ვაჩვენოთ.

რეალურად, პირდაპირ ეთერში ჩვენების უფლება საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს, თუმცა მე ვერ გეტყვით ანახებენ თუ არა ისინი საქართველოს ნაკრების თამაშებს", - აღნიშნა სალუქვაძემ.
ასევე დაგაინტერესებთ