ჩაკვეტაძის ნახტომი 3 მილიონზე - ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელები

AutoSharing Option
გერმანულმა საიტმა Transfermarkt.de-მ საკუთარი ბაზა განაახლა და მნიშვნელოვნად შეცვალა რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის ფასი.

გამოსარჩევია გიორგი ჩაკვეტაძის შეფასება, რომელიც ქართველ ფეხბურთელებში მე-6 პოზიციიდან მე-2 პოზიციაზე დაწინაურდა. 18 წლის ქართველი შემტევის ფასმა 1.8 მილიონი ევროთი მოიმატა.

კერძოდ კი, ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასის მატება 2018 წლის 30 მარტს ფიქსირდება.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ 2017 წლის 5 აპრილიდან, როცა გიორგი თბილისის "დინამოში" თამაშობდა, ანუ დაახლოებით ერთ წელიწადში, უფრო ზუსტად 11 თვეში ქართველი ტალანტის ფასი 10-ჯერ გაიზარდა. მაშინ ჩაკვეტაძის გრაფაში სულ რაღაც 300 ათასი
ევრო ეწერა. დიაგრამაზე ეს ყველაფერი უფრო შთამბეჭდავად ჩანს.

Sportall.Ge

გარდა ამისა, გერმანული სააგენტო ჩაკვეტაძეზე საკმაოდ საინტერესო მონაცემებს გვაწვდის.

სატრანსფერო ფასის მიხედვით:

  • გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის ჩემპიონატში რეიტინგით 49-ე ფეხბურთელია
  • რეიტინგით მე-10 ადგილზეა "გენტში"
  • საქართველოში მეორეა
  • მსოფლიოში 1887-ე პოზიციაზეა
  • შემტევ ნახევარმცველებში 131-ე
  • 1999 წელს დაბადებულებს შორი 22-ე

მოიმატა აგრეთვე კახი მახარაძის და ოთო კიტეიშვილის სატრანსფერო ფასმა. ხოლო გიორგი მაკარიძის, აკაკი გოგიას და ლევან მჭედლიძის სატრანსფერო ღირებულება დაეცა.

სიის სათავეში კვლავ ლიდერობს საბა კვირკველია, რომლის ღირებულება 5.8 მილიონ ევროს შეადგენს.

რაც შეეხება სიას, ქართული ოცეული ასე გამოიყურება: (ფასები მოცემულია ევროში)

1. საბა კვირკველია (ლოკომოტივი, რუსეთი) - 5.8
2. გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია) - 3.0
3. გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია) - 2.5
4. ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე, აშშ) - 2.5
5. ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი) - 2.3
6. აკაკი გოგია (უნიონი, გერმანია) - 1.2
7. თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი) - 1.2
8. გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი) - 1.1
9. ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი) - 1.0
10. გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი) - 1.0
11. დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) - 1.0
12. ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი) - 1.0
13. კახი მახარაძე (ლოკომოტივი, უზბეკეთი) - 0.85
14. ჯიმი ტაბიძე (ურალი, რუსეთი) - 0.8
15. გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია) - 0.8
16. გიორგი აბურჯანია (სევილია B, ესპანეთი) - 0.8
17. ოთო კიტეიშვილი (დინამო, თბილისი) - 0.8
18. გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი) - 0.75
19. ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი) - 0.75
19. ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი) - 0.7
20. გიორგი არაბიძე (შახტარი 2, უკრაინა) - 0.7
21. გიორგი მაკარიძე (რიო ავე, პორტუგალია) - 0.7
22. ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია) - 0.7

საქართველოს ნაკრების სრული ღირებულება 30,90 მილიონ ევროს შეადგენს.

Transfermarkt.de-ს მიხედვით, ეროვნულ ლიგაში 10 კლუბში ჯამში 229 ფეხბურთელი თამაშობს და  მათი სატრანსფერო ფასი სულ რაღაც 37,63 მილიონ ევროს შეადგენს.

როგორც ხედავთ, მხოლოდ საბა კვირკველიას სატრანსფერო ფასი თბილისის "დინამოს" ყველა ფეხბურთელის ჯამური სატრანსფერო ღირებულებაზე უფრო მეტია.

ქების ღირსია საჩხერის "ჩიხურა", რომელიც თავისი კონტინგენტით ბევრ ისეთ გუნდს უსწრებს, რომლებსაც უფრო ძვირად ღირებული ფეხბურთელი ჰყავთ. ამჟამად სოსო ფრუიძეს გუნდი სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა, ხოლო მის ქვემოთ არიან თბილისის "ლოკომოტივი", "სამტრედია" და "რუსთავი".

სატრანსფერო ფასებით კლუბები ასეა განაწილებული:

თბილისის დინამო - 5.5
ქუთაისის ტორპედო - 4.9
საბურთალო - 4.58
რუსთავი - 4.40
თბილისის ლოკომოტივი - 4.15
გორის დილა - 3.45
სამტრედია - 3.13
საჩხერის ჩიხურა - 2.95
ბოლნისის სიონი - 2.58
ფოთის კოლხეთი - 2.0

მიმდინარე სეზონის საუკეთესო და ყველაზე სტაბილური ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეც არის.

სეზონის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების ათეული ეროვნულ ლიგაში ასეთია:

ოთო კიტეიშვილი (დინამო) - 0.8
ბექა მიქელთაძე (რუსთავი) - 0.5
ბაქარ ქარდავა (დინამო) - 0.47
გიორგი ქიმაძე (ტორპედო) - 0.45
ლუკა ლოჩოშვილი (დინამო) - 0.45
ვაგნერ გონსალვეში (საბურთალო) - 0.45
მაიკლ ოლაიტანი (სამტრედია) - 0.4
ლევან ხარაბაძე (დინამო) - 0.4
როინ კვასხვაძე (ტორპედო) - 0.4
გიორგი გაბულოვი (რუსთავი) - 0.4

ყველაზე ძვირად ღირებული ლეგიონერების სია შემდეგნაირად ნაწილდება:

ვაგნერ გონსალვეში (საფრანგეთი, საბურთალო) - 0.45
მაიკლ ოლაიტანი (ნიგერია, სამტრედია) - 0.4
გიორგი გაბულოვი (რუსეთი, რუსთავი) - 0.4
ინტერს გი (კოტ დი ვუარი, სამტრედია) - 0.35
ლეანდრო რიბეირო (ბრაზილია, გორის დილა) - 0.35
ალვინ ფორტესი (ჰოლანდია, გორის დილა) - 0.32
ტარას ცარიკაევი (რუსეთი, რუსთავი) - 0.3
დინო ჰამზიჩი (ბოსნია ჰერცოგოვინა, ჩიხურა) - 0.25
ალვინ ტერა (კენია, საბურთალო) - 0.22
ივან ფატიჩი (მონტენეგრო, სამტრედია) - 0.22

▶რამდენია კვირკველიას ხელფასი "ლოკომოტივში" - საბა მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგში
▶ვინ რამდენს იხდის? - როგორია საშუალო ხელფასი საქართველოს ჩემპიონატში
მკითხველის კომენტარები / 7 /
უი, ძველი სტატია ყოფილა)) მე მაპატიეთ)))
Burton
21:53 26-08-2018
0
ეს როდინდელი მონაცემებია? არასწორი ფასები წერია.
ბოლო მონაცემებით:
კვირკველია 8 მლნ ევრო ღირს და არა 5.8
ხოჭოლავა 2.5 მლნ ევრო და არა 1 მლნ.
კაშია 2 მლნ ღირს და არა 2.5
და ა.შ.

გადაამოწმეთ.
Burton
19:03 26-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული