საქართველოს ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი 26 მაისიდან ავსტრიის დაბა ბედ ჰარინგში შეიკრიბება, სადაც საწვრთნელი პროცესის ძირითად ეტაპს გაივლის.

ჩვენი გუნდი 1-ელ ივნისს ავსტრიაში ამხანაგურ მატჩში მალტას შეხვდება. ავსტრიიდან ჩვენი გუნდი ლუქსემბურგში გადაინაცვლებს. 5 ივნისს, მეორე ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგთან ჩაატარებს.

უეფას ერთა ლიგის პირველი გათამაშება მიმდინარე წლის 6 სექტემბერს იწყება. ერთა ლიგის გათამაშება ყაზახეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩით გაიხსნება.

მომზადებულია Gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
ვეთანხმები იმ ხალხის აზრს ვინც ფიქრობს რომ ამ ატაპზე ძლიერ გუნდებთან შეხვედრა არაფერს მოგვცემს,ზუსტად იმ კალიბრის გუნდებია შესარჩევი რომლებთანაც მოგვიწევს ერთა ლიგაზე თამაშები.ეს ამხანაგურები გამოყენებული უნდა იქნას მოსამზადებლად და რა თქმა უნდა სწორი მიდგომაა რომ თუნდაც მალტა და ლუქსემბურგი შეირჩა სპარინგისათვის.ლუქსემბურგი თუ დაგვთანხმდა შეხვედრაზე ჩვენ რატომ უნდა ვთქვათ ვითომ უარი?რეიტინგშიც ჩვენზე წინ არიან
ruslani
17:44 05-04-2018
0
რამდენი ხანია "ვემუდარები" ფედერაციას დაანებოს თავი ძლიერ გუნდებთან თამაშს,მაგალითად მალტასთან.მალტა მოგვიგებს და სულ გავფარჩაკდებით.ვანუატუსთან და კაპოვერდესთან მე მოგიგვარებთ თამაშს და შედეგზეც გარანტიას მოგცემთ.ჰა,ჰა,ჰა.
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული