დაზვერვა: რა ხდებოდა ერთა ლიგის მეტოქეთა ბანაკში

AutoSharing Option
ერთი სანაკრებო პაუზაც და ერთა ლიგა დაიწყება, შემდეგ კი ამხანაგური მატჩები უფრო საინტერესო გახდება და მეტი დანიშნულება ექნება, ვიდრე დღეს აქვს. საქართველოს ნაკრებმა ორივე შეხვედრა მოიგო, ორივე C ლიგის ნაკრებთან და გულშემატკივარი კმაყოფილი დატოვა.

რა ხდებოდა მეტოქეთა ბანაკში და რა შემოგვთავაზეს ამ სანაკრებო პაუზის დროს - გთავაზობთ მიმოხილვას. დავიწყოთ ჩვენი ჯგუფით და მთავარი კონკურენტით.

ყაზახეთი - ორი სხვადასხვა მატჩი და ორივე შემთხვევაში თითქმის იდენტური შემადგენლობა. ყაზახთა ახალმა დამრიგებელმა სტანიმირ სტოილოვმა, რომელსაც სადებიუტო შეხვედრები ჰქონდა, ურიგო შთაბეჭდილება არ დატოვა.

პირველი შეხვედრა
ევროპის ჩემპიონატის მონაწილე უნგრეთთან გამართა, სადაც სენსაციური გამარჯვება - 3:2 მოიპოვა. ტაქტიკად 4-1-4-1 გამოიყენა და შანსი ახალგაზრდა შემტევებსაც მისცა, რომლებმაც მისი იმედები გაამართლეს. გამოსარჩევი იყო ყაზახური ფეხბურთის ტალანტები: ჯიმი ტაბიძის თანაგუნდელი იარკებულან სეიდაჰმეთი (ერთადერთი ლეგიონერი ყაზახთა ამ შეკრებაზე) და ევროპალიგაზე მოთამაშე "ასტანას" ფეხბურთელი ბახტიორ ზაინუტდინოვი. ორივემ ამ შეხვედრაში გოლი გაიტანა.


მეორე მატჩი ბულგარეთთან 1:2 დათმეს, იმავე ტაქტიკით გამოვიდნენ და პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, მეკარე ერიჩი და მარცხენა მცველი, გუნდის კაპიტანი შომკო დასვეს სკამზე. სხვათა შორის, ყაზახეთს მეკარის პრობლემა აშკარად აქვს, ერიჩი 35 წლისაა და არასტაბილურია, ხოლო მეორე მეკარე პოკატილოვიც ვერ ბრწყინავს. რაც შეეხება თამაშს, ამჯერად შემტევები ისეთი აქტიურები ვერ გამოდგნენ და ის ერთადერთი გოლიც შეცვლაზე გამოსულმა "ორდაბასის" ფეხბურთელმა ტუნგიშბაევმა გაიტანა.


ლატვია - შეიძლება ხმამაღლა ჟღერდეს, თუმცა მათ რთულ მეტოქედ ვერ განვიხილავთ. იმის მიუხედავად, რომ სულ ცოტა ხნის წინ ისინი ამხანაგურ შეხვედრაში 5:0 დავამარცხეთ, მათ უარესი შედეგები ბოლო ამხანაგურ მატჩებში დადეს.

რიგით მეორე ისტორიული მოგება მოიპოვა ლატვიასთან გიბრალტარის ნაკრებმა, ჩვენი მომავალი მეტოქე 1:0 დაამარცხა.


მათთვის მარტო ეს მატჩი არ ყოფილა ტრაგედია, საკუთარ სტადიონზე ფარერების კუნძულები ფრედ, 1:1 ეთამაშა.

ლატვიის ნაკრებში წინსვლის პოტენციალიც არ ჩანს. სავარაუდოდ, ამჟამინდელი მწვრთნელი ალექსანდრ სტარკოვსიც მისი წინამორბედის ბედს გაიზიარებს და ჩვენთან შეხვედრაში ახალი მწვრთნელი ეყოლებათ.

ანდორა - ორი ამხანაგური მატჩი ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა ეკვატორულ გვინეასთან მატჩი არ შედგა. იმ ერთადერთ მატჩშიც ლიხტენშტეინს სტუმრად 1:0 სძლიეს.

რა ხდება სხვა ჯგუფების წამყვან გუნდებში?

ბელორუსი - მეორე ჯგუფის ფავორიტი ჯერ აზერბაიჯანის ნაკრებს ეწვია და 1:0 დაამარცხა, შემდეგ C ლიგაში მყოფ სლოვენიას ლუბლიანაში 2:0 მოუგო. ბელორუსებს საკმაოდ სიმპათიური გუნდი ჰყავთ და D ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება.

შეგახსენებთ, 2017 წელს საქართველოსა და ბელორუსის ამხანაგური მატჩი ქუთაისში 2:2 დამთავრდა.

აზერბაიჯანი - ყურბან ყურბანოვის გუნდი ჯერ კიდევ ვერ თამაშობს იმ ფეხბურთს, რაც აზერბაიჯანელებს სურთ. ბაქოში ორივე ჩატარებული მატჩის შემდეგ გულშემატკივრებმა უკმაყოფილოდ დატოვეს მოედანი.

თუმცა ამხანაგური მატჩების დაგეგმვას ჭკვიანურად უდგებიან, რადგან ყველა შემთხვევაში ისეთი მეტოქეები შეარჩიეს, რომლებიც შეიძლება უშუალოდ გადაეყარონ პლეი-ოფში. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენს მეზობლებს საქართველოსთანაც უნდოდათ ამხანაგური მატჩი, თუმცა რიგი მიზეზების გამო არ შედგა.

პირველ შეხვედრაში, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბელორუსთან დამარცხდნენ 0:1, ხოლო მეორე მატჩში მაკედონიასთან ფრედ, 1:1 ითამაშეს.

მაკედონია და სომხეთი - მეოთხე ჯგუფს ორი ფავორიტი ჰყავს და ეს, პირველ რიგში, სომხეთის ცუდი ასპარეზობით არის განპირობებული.

მაკედონიის მონაგარი ორი ფრეა, ჯერ ფინეთს დაუზავდნენ 0:0 და შემდეგ აზერბაიჯანს 1:1.

რაც შეეხება სომხეთს, იგივე მეტოქეები ჰყავდა, რაც ჩვენ. თითქმის სრული შემადგენლობით მოასპარეზე მეზობლები ერევანში ესტონეთს ფრედ, 0:0 ეთამაშნენ და ლიტვასთან 0:1 დამარცხდნენ. ორივე მატჩში მონაწილეობა მიიღო ჰენრიხ მხითარიანმა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ისე უნგრეთმა ამ ბოლო დროს ჯერ ანდორასთან წააგო ევრო შესარჩევი მერე სახლში ძლივს მოუგო ფარერებს 1:0, და ბოლოს ლუქსემბურგთან წააგო ამხანაგური... არსტაბილური გუნდია როგორც ჩანს
svan
22:49 30-03-2018
0
ბიჭოოოო რა უსმენს აწი ქართულ მედიასს....
mesi
15:36 29-03-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული