BRAVO: საქართველოს ნაკრებმა მშრალი ანგარიშით მიჯრით მეორე მატჩი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 მარტს, საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ესტონეთი 2:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების მიერ ლიტვის 4:0 დამარცხებამ ბევრი სასიამოვნოდ გააკვირვა, არაკეთილმოსურნეებმა კი თქვეს, რომ ეს მატჩი საეჭვო იყო. ეს რომ ასე არ გახლდათ, ესტონეთთან შეხვედრამაც ნათლად გვაჩვენა, როდესაც გადახალისებულმა ჩვენმა გუნდმა თავიდანვე აქტიურად შეუტია და ანგარიშიც გახსნა - კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი მცველ ტაბიძეს მიუვიდა, გულზე მიიღო, კოხტად ჩამოიღო და მეერტისის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

ამის შემდეგაც არ შეუწყვეტიათ იერიშების მიტანა "ჯვაროსნებს", კაჭარავამ გაუშვა კარგი შანსი ხელიდან, პაპუნაშვილმა მახვილი კუთხიდან ვერ მოახერხა მეორე
გოლის გატანა. სტუმრები იშვიათი კონტრშეტევებით გვპასუხობდნენ და 23-ე წუთზე მაკარიძემ ბალტიისპირელთა თავდამსხმელის დარტყმული ბურთი მოიგერია.

35-ე წუთზე კი ყაზაიშვილმა ისეთი გოლი გაიტანა, რომელიც დიდხანს ემახსოვრება ფეხბურთის ქომაგს. ეს უბრალოდ, შედევრი იყო.

მეორე ტაიმში მეტოქემ თამაში გადააწყო, ორი თავდამსხმელით შემოგვიტია და კლავანმა ბურთი ძელს გაარტყა. ცოტა ხანში ისევ კაჭარავამ ვერ მოახერხა მეერტისის დამწუხრება. საბოლოოდ 2:0 და იმაზე დაგვწყდა გული, რომ უფრო დიდი ანგარიშით ვერ გავიმარჯვეთ...

ერთი სიტყვით, ჩვენმა გუნდმა ლიტვაზე უფრო ძლიერ ესტონეთსაც სძლია, ორ შეხვედრაში აჩვენა კლასი, დიდებული იყო გუნდურად, ფეხბურთელები ინდივიდუალურად ჩინებულად მოქმედებდნენ, თითქმის არ უტოვებდნენ მეტოქეს თავისუფალ ზონებს, თავს კარგად იცავდნენ, შესანიშნავად უტევდნენ, უტევდნენ სწრაფად, შემართებით, ლაზათიანად, ბურთსაც მშვენივრად აგორებდნენ და რაც მთავარია, გამოჩნდა, რომ ნაკრები ერთ და ორ მოთამაშეზე არაა დამოკიდებული: ჩაკვეტაძის, გვილიას და ანანიძის გამოკლება ფაქტიურად არც დაეტყო.

მატჩის შემდგომი კომენტარები:

თბილისი. "მიხეილ მესხი".
საქართველო - ესტონეთი 2:0
გოლები: 1:0 ტაბიძე (6), 2:0 ყაზაიშვილი (35)

საქართველო: მაკარიძე, შერგელაშვილი (დვალი 63), ტაბიძე, კვირკველია (კაშია 84), კაკაბაძე, კანკავა, კვეკვესკირი , მერებაშვილი (ჯიღაური 63), ყაზაიშვილი, პაპუნაშვილი (აბურჯანია 83), კაჭარავა (არაბული 70, ქვილითაია 77)

მთ. მწვრთნელი: ვაისი

ესტონეთი: მეერტისი, ტენისტე (ალ. დმიტრიევი 71), ტამი, მოროზოვი, კლავანი, პიკი, კუატი (ვასილევი 76), ანტონოვი (კრუგლოვი 63), ლეპისტუ (ელჰი 71), ზენიოვი, ანიერი (არ. დმიტრიევი 46)

მთ. მწვრთნელი: რეიმი
მკითხველის კომენტარები / 19 /
ძლივს რაღაც პოზიტიური დავინახეთ ჩვენი ნაკრების თამაშში.გამართული ფეხბურთი ვითამაშეთ 2 თამაში მოვიგეთ ზედიზედ და მოდი შევიგროთ და შევარგოთ ბიჭებს ეს გამარჯვება და ჩასაფრებული პოზიციიდან ნუ ვისაუბრებთ,გადახედეთ წინა წლებს და მიხვდებით რატომ გვიხარია თუნდაც ესეთ გუნდებთან მოგება, გამართული ფეხბურითის თამაში და ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანი-გოლის არგაშვება,ასე რომ წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს გუნდს,წინ მნიშვნელოვანი თამაშებია და გვერდში დავუდგეთ ჩვენს ნაკრებს.
დდდ
20:40 28-03-2018
2
აქ ბევრმა დაწერა, რომ სუსტი მეტოქეები გვყავდა, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ აქ მთავარი ისაა რომ ჩვენ გამართული , ხარისხიანი და სანახაობრივი ფეხბურთი ვაჩვენეთ და მჯერა ამას უფრო ძლიერ გუნდებთანაც შევძლებთ თუ მოვინდომებთ.
irakli81
13:00 28-03-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული