საქართველოს ნაკრების მიერ ლიტვის 4:0 დამარცხებამ ბევრი სასიამოვნოდ გააკვირვა, არაკეთილმოსურნეებმა კი თქვეს, რომ ეს მატჩი საეჭვო იყო. ეს რომ ასე არ გახლდათ, ესტონეთთან შეხვედრის დასაწყისმაც ნათლად გვაჩვენა, როდესაც გადახალისებულმა ჩვენმა გუნდმა თავიდანვე აქტიურად შეუტია და ანგარიშიც გახსნა - კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი მცველ ტაბიძეს მიუვიდა, გულზე მიიღო, კოხტად ჩამოიღო და მეერტისის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.
ამის შემდეგაც არ შეუწყვეტიათ იერიშების მიტანა "ჯვაროსნებს", კაჭარავამ გაუშვა კარგი შანსი ხელიდან, პაპუნაშვილმა მახვილი კუთხიდან ვერ მოახერხა
35-ე წუთზე კი ყაზაიშვილმა ისეთი გოლი გაიტანა, რომელიც დიდხანს ემახსოვრება ფეხბურთის ქომაგს. მოკლედ, პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა დიდებულად ჩაატარა და ერთობ გაახარა გულშემატკივარი.
თბილისი. "მიხეილ მესხი".
საქართველო - ესტონეთი
გოლები: 1:0 ტაბიძე (6), 2:0 ყაზაიშვილი (35)
საქართველო: მაკარიძე, შერგელაშვილი, ტაბიძე, კვირკველია, კაკაბაძე, კანკავა, კვეკვესკირი, მერებაშვილი, ყაზაიშვილი, პაპუნაშვილი, კაჭარავა
მთ. მწვრთნელი: ვაისი
ესტონეთი: მეერტისი, ტენისტე, ტამი, მოროზოვი, კლავანი, პიკი, კუატი, ანტონოვი, ლეპისტუ, ზენიოვი, ანიერი
მთ. მწვრთნელი: რეიმი