BRAVO: საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ესტონეთს 2:0-ს უგებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ესტონეთს ამხანაგური მატჩის პირველი ტაიმი 2:0 მოუგო.

საქართველოს ნაკრების მიერ ლიტვის 4:0 დამარცხებამ ბევრი სასიამოვნოდ გააკვირვა, არაკეთილმოსურნეებმა კი თქვეს, რომ ეს მატჩი საეჭვო იყო. ეს რომ ასე არ გახლდათ, ესტონეთთან შეხვედრის დასაწყისმაც ნათლად გვაჩვენა, როდესაც გადახალისებულმა ჩვენმა გუნდმა თავიდანვე აქტიურად შეუტია და ანგარიშიც გახსნა - კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი მცველ ტაბიძეს მიუვიდა, გულზე მიიღო, კოხტად ჩამოიღო და მეერტისის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

ამის შემდეგაც არ შეუწყვეტიათ იერიშების მიტანა "ჯვაროსნებს", კაჭარავამ გაუშვა კარგი შანსი ხელიდან, პაპუნაშვილმა მახვილი კუთხიდან ვერ მოახერხა
მეორე გოლის გატანა. სტუმრები იშვიათი კონტრშეტევებით გვპასუხობდნენ და 23-ე წუთზე მაკარიძემ ბალტიისპირელთა თავდამსხმელის დარტყმული ბურთი მოიგერია.

35-ე წუთზე კი ყაზაიშვილმა ისეთი გოლი გაიტანა, რომელიც დიდხანს ემახსოვრება ფეხბურთის ქომაგს. მოკლედ, პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა დიდებულად ჩაატარა და ერთობ გაახარა გულშემატკივარი.

თბილისი. "მიხეილ მესხი".
საქართველო - ესტონეთი
გოლები: 1:0 ტაბიძე (6), 2:0 ყაზაიშვილი (35)

საქართველო: მაკარიძე, შერგელაშვილი, ტაბიძე, კვირკველია, კაკაბაძე, კანკავა, კვეკვესკირი, მერებაშვილი, ყაზაიშვილი, პაპუნაშვილი, კაჭარავა

მთ. მწვრთნელი: ვაისი

ესტონეთი: მეერტისი, ტენისტე, ტამი, მოროზოვი, კლავანი, პიკი, კუატი, ანტონოვი, ლეპისტუ, ზენიოვი, ანიერი

მთ. მწვრთნელი: რეიმი
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბოდიში რედაქციას, ამას რომ ვწერ. მაგრამ სოლომონ კვერკველია და არა კვირკველია. ყველა სტატიაში, რაც ბოლო ხანს ვნახე, ასე წერთ.
giorgi
11:07 28-03-2018
1
მარცხნივ ერთ თამაშში არ შეიძლება ქიმაძე რომ მოსინჯოთ?
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული