ჯანო ანანიძის ტრავმა მძიმეა - ქართველი ნახევარი წელი ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ლიტვის ნაკრებთან (4:0) ამხანაგურ შეხვედრაში მარჯვენა მუხლი დაიზიანა და მე-6 წუთზე მოედანი საკაცით დატოვა.

წინასწარი დიაგნოზის მიხედვით, ანანიძეს მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესების დაზიანება აქვს.

გამოჯანმრთელების ვადა და კონკრეტული დიაგნოზი სრულყოფილი სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.

დიდი ალბათობით, ჯანოს ოპერაცია რომის კლინიკა "ვილა სტიუარტში" ჩაუტარდება, რომელთანაც "სპარტაკს" შესაბამისი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

რადგან ჯანომ ტრავმა ნაკრებში თამაშის დროს მიიღო, საოპერაციოდ ის სფფ-მ უნდა გაუშვას და ამ შემთხვევაში მას ბელგიაში ჩაუტარებენ ოპერაციას, მაგრამ "სპარტაკის" ხელმძღვანელობა
ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ ქირურგიული ჩარევა კლუბის ზედამხედველობის ქვეშ ჩატარდეს. სავარაუდოდ, ასეც იქნება და ოპერაცია რომში ჩატარდება.

მსგავსი ტრავმების შემთხვევაში ფეხბურთელს მოედანზე დასაბრუნებლად ნახევარი წელი მაინც სჭირდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თითოეული ქართველი ფეხბურთის გულშემატკრივისთვის, ჯანოს ტრამვა ძალიან გულდასაწყვეტია
გიორგი
12:20 26-03-2018
0
რა უიღბლობა ჭირთ ამას და მჭედლიძეს,სულ ტრავმა,ხრუსტალნიე პარნი...
tazo
11:38 26-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული