ჩვენი "პატარა პირლო" - "სპარტაკის" ფეხბურთელები ჯანო ანანიძის ტრავმას ეხმაურებიან

AutoSharing Option
ჯანო ანანიძის ტრავმას სოციალურ ქსელში მისი თანაგუნდელები და მეგობრები ეხმაურებიან. ქართველ ნახევარმცველს თანადგომა არაერთმა მათგანმა გამოუცხადა.

მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი და კაპიტანი დენის გლუშაკოვი წერს: "ჩვენი პატარა ბიჭო! ჯანიკ, იყავი ძლიერი და მალე გამოჯანმრთელდი".

"სპარტაკის" კიდევ ერთი ნახევარმცველი ალექსანდრ სამედოვი წერს: "ჯანიკ, ძამიკო, ყველა შენს გვერდით ვართ! ჯანმრთელობა! დაიჯერე და დაელოდე!"

რუსი ფორვარდი არტიომ ძიუბა, რომელიც "როსტოვში" ჯანოს თანაგუნდელი იყო, წერს:

"ჩემო ბიჭო, რა საშინლად დაიწყო ეს წელი! ეს უბრალოდ კოშმარია! ჩემო ძვირფასო, გთხოვ, გამაგრდი! ეს შენთვის დიდი გამოცდაა! ვიცი და
მჯერა, რომ შენ ამას შეძლებ! თავს გაუფრთხილდი!"

"სპარტაკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი ლეონიდ ტრახტენბერგი წერს:

"მე ვიცი, ჩვენი პატარა პირლო ძალიან ძლიერია! ის დაბრუნდება და ისე ითამაშებს, როგორც არასდროს არ უასპარეზია! თქვენ ნახავთ "სპარტაკის" ჭკვიან ფეხბურთელს".

ჯანო ანანიძის ტრავმას ასევე გამოეხმაურა ნაკრებში მისი თანაგუნდელი საბა კვირკველიაც.

"ჩვენ შენ გვერდით ვართ", - დაწერა კვირკველიამ.


მოსკოვის "სპარტაკის" მცველმა გიორგი ჯიქიამ კი შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა: "ჯანო, ამასაც გადავიტანთ. ჯანმრთელობას გისურვებ, პუპს ("პატარავ"). მე შენ გვერდით ვარ".

მოსკოვის "სპარტაკისა" და რუსეთის ნაკრების ყოფილმა ექიმმა იური ვასილიკოვმა თქვა:

"ჯანო ანანიძე უიღბლო ბიჭია. ჩვენ მისნაირ ფეხბურთელებს ბროლის (ადვილად მტვრევადი მინა) ვეძახით, რადგან სულ გუნდის სამედიცინო კორპუსთან აქვს საქმე.

ძნელია თქმა, რაშია მისი პრობლემა. საჭიროა მისი თავიდან ფეხებამდე გამოკვლევა. მას მცირე კუნთოვანი მასა აქვს და უკვე ძალიან ბევრ ტრავმას იღებს".

ვასილიკოვს ჟურნალისტები ასევე დაეკითხნენ, უკავშირდება თუ არა ანანიძის ბევრი ტრავმა სამედიცინო შტაბის ცუდ მუშაობას.

"არ გამოვრიცხავ, რადგან ის ტრავმას სეზონში ადრე ერთხელ იღებდა, ახლა კი ეს 4-5-ჯერ ხდება. საჭიროა, ამ სიტუაციაში გავერკვეთ, საქმეში მეცნიერება ჩავრთოთ და დეტალურად გავერკვეთ ყველაფერში", - აღნიშნა ვასილიკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძემ ტრავმა ლიტვასთან შეხვედრაში მიიღო და მას ოპერაციის გაკეთება მოუწევს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ღმერთმა ფეხი მოგიმართოს ჯანიკ :)
ამბოკარი
19:41 04-08-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული