საქართველოს ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის სამზადისს არასრული შემადგენლობით შეუდგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის სადებიუტო ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ვლადიმირ ვაისის გუნდმა პირველი ვარჯიში არასრული შემადგენლობით გამართა. სავარჯიშო პროცესი თბილისში მდებარე ს.კ. „ზესტაფონის“ საწვრთნელ ბაზაზე წარიმართა. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში დღეს 17 ფეხბურთელი იყო.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (რიუ ავე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო,ქუთაისი)

მცველები: სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი),გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები:
ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი),
გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა,ესპანეთი), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი)

ეროვნულ ნაკრებს გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, დავით ხოჭოლავა, ვაკო ყაზაიშვილი, ვაკო გვილია და გიორგი მერებაშვილი 20 მარტს დაგეგმილ ვარჯიშზე შეუერთდებიან.

ამხანაგური მატჩების განრიგი
24 მარტი
საქართველო-ლიტვა
27 მარტი
საქართველო-ესტონეთი

ორივე ამხანაგური თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19 საათზე დაიწყება. მატჩებზე დასწრება თავისუფალია.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ყაზახეთის ჩემპიონატი გასაგებია რომ საქართველოზე მაღალი დონეა მაგრამ ეროვნულ ნაკრებში რატომ უნდა ვიწვევდეთ ფეხბურთელებს ამ ჩემპიონატიდან?? კარგი გასაგებია რომ ჯაბა 31 წლის არის და ასაკი აღარ უწყობს ხელს იმაში რომ უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში ითამაშოს მაგრამ 24-25 წლის ფეხბურთელები ჯიღაური კვეკვესკირი რატომ თამაშობენ ყაზახეთში რა უნდათ იქ ტყუილად კარგავენ დროს.
1
რედაქციას ვთხოვ გადაამოწმოს, ეს ხალხი თუ თამაშობს თავიანთ გუნდებში, ან რამდენი დრო დაუთმეს სულ.- ნიკა კვეკვესკირი, ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა,ესპანეთი), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი). არსებობს ეჭვი, რომ ისინი ნაკრებს საკუთარი კარიერისთვის იყენებენ.
haha
13:34 20-03-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული