ტკივილები მაქვს - საქართველოს ნაკრებს შესაძლოა დავით ხოჭოლავა გამოაკლდეს

AutoSharing Option
24 და 27 მარტს გასამართ ამხანაგურ შეხვედრებში საქართველოს ნაკრებს შესაძლოა, დონეცკის "შახტარის" მცველი დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმაროს.

"მარიუპოლთან" მოგებულ (3:0) შეხვედრაში ქართველმა ტრავმა მიიღო. მატჩის შემდეგ ის Footboom.com-ის ჟურნალისტს გაესაუბრა.

- "მარიუპოლთან" შეხვედრაში თქვენ ერთ-ერთ ეპიზოდში ანატოლი დიდენკოსთან ორთაბრძოლისას ტრავმა მიიღეთ. რამდენად სერიოზულია დაზიანება?
- კოჭი ამომიბრუნდა და ტკივილები მაქვს. ხვალ (ინტერვიუ გუშინაა ჩაწერილი) ეროვნულ ნაკრებს შევუერთდები და ყველაფერს ნათელი იქ მოეფინება, თუ რამდენად სერიოზულია დაზიანება.

- დიდი სურვილი გაქვთ, ეროვნულ ნაკრებში ითამაშოთ?
- რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მაქვს,
ნაკრებში ვითამაშო და ამავდროულად, არც საწვრთნელი პროცესის გაცდენა არ მინდა. კარგად ვთამაშობთ და არ მინდა, გუნდიდან ამოვვარდე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული