fifa.com: საქართველოს ნაკრები ტოპ 100-ეულში დაბრუნდა

AutoSharing Option
ფიფას ოფიციალურმა საიტმა სტატია მიუძღვნა საქართველოს ნაკრებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა, როდესაც ეროვნული გუნდი ჩაიბარა, რეიტინგში 137-ე ადგილზე იყო, ახლა კი მე-100 პოზიციაზეა.

ვაისი ჟურნალისტს არსებულ ვითარებაზე ესაუბრა.

მისი თქმით, არ ჰყავს დიდი ვარსკვლავები, მაგრამ ახალგაზრდა შეგირდები ტექნიკურები და პერსპექტიულები არიან, ხოლო მუშაობამ შედეგი გამოიღო.

ვაისის განმარტებით ნაკრებმა ახლა წინ მორიგი ნაბიჯი უნდა გადადგას და ამისთვის საჭიროა დაცვასა და შეტევას შორის ბალანსი არსებობდეს.

სლოვაკი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ნაკრებმა დაცვაში თამაში მოაწესრიგა, ბევრ გოლს აღარ უშვებს, ახლა კი მეტი
გოლის გატანა მართებთ.

ფიფას ვებგვერდის ცნობით ვაისს სჯერა ნაკრების და კონტრაქტს ხელი სწორედ ამიტომ მოაწერა. საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე რთულ ჯგუფში მოხვდა, ვლადიმირ ვაისს წარმატების იმედი აქვს, ნათვქამია პუბლიკაციაში.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ნორმალური შემადგენლობა გვყავს.
ესეთი შანსი, როგორიც ეხლა აქვს საქართველოს ნაკრებს არ ქონია არასდროს და მაქსიმალურად უნდა მოინდომონ ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა რომ მოვახერხოთ და დავასრულოდ წარმატებით ეს ტურნირი და მოვხდეთ იმ სანატრელ ევროპის ჩემპიონატზე.
1
ამ კაცს თუ არ ჩაერევიან საქმეში და არ მოთხოვენ ვინც ფედერაციაში აწყობთ იმან ითამაშოს მაგალითად დვალიშვილი ან ლობჟანიძე, დამიჯერეთ ეს კაცი შედეგს დადებს. წარმატებები ნაკრებს.
roma
11:58 10-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული