ვლადიმირ ვაისი მოსკოვურ ვიზიტზე: მიხარია ჯანოს გამოჯანმრთელება

AutoSharing Option
რუსული მედიის ცნობით, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც "ლოკომოტივისა" და "სპარტაკის" შეხვედრას დაესწრო.

როგორც მატჩის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, სლოვაკი სპეციალისტი მოსკოვში საბა კვირკველიასა და ჯანო ანანიძის თამაშის საყურებლად ჩავიდა.

"აქ საბა კვირკველიასა და ჯანო ანანიძის თამაშის სანახავად ჩამოვედი. მოხარული ვარ, რომ საბამ კარგად ითამაშა და ასევე ძალიან მიხარია ჯანოს გამოჯანმრთელება.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, შესანიშნავ სტადიონზე ძალიან კარგი დერბი შედგა. ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო და ორივე მწვრთნელი ძალიან ფრთხილობდა", - აღნიშნა შეხვედრის შემდეგ ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
აუ ეს კაცი რამდენს იღწვის, რამდენს შრომობს. მისი წინა მორბედებიდან ვინ იყო რუსეთში ჩამსვლელი ანანიძის და კვირკველიას თამაშის საყურებლად...?))) მაგრამ დღენიადაგ ნაკრების განვითარებაზე ფიქრობს. მაგარი კაცია
ჩანერგილი
14:20 22-11-2018
0
ქართული ფეხბურთი საოცარ სიმაღლეებზე აასული, უკვე ანდორას ვუგებთ, მაგრამ ლიხტენშტეინთან ვაგებთ. მოვუწოდებ ქვეყნის მთავრობას შეწყვიტოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსება.
daviti
12:28 03-08-2018
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული