"საბურთალოს" ზედიზედ მეოთხე ფრე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დედაქალაქურმა "საბურთალომ" თურქეთში, სადაც მეორე შეკრებაზე იმყოფება, მორიგი ამხანაგური მატჩი პოლონეთის პირველი ლიგის მესამეადგილოსან "ვრაკუვთან" გამართა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, თუმცა დაწინაურება ორივე გუნდს შეეძლო.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში პოლონელებმა გაიტანეს. 72-ე წუთზე კი ანგარიში შეტევაში ჩართულმა ნიკოლოზ მალიმ გაათანაბრა, რომელმაც გეგა დიასამიძისგან გენიალური გადაცემა მიიღო და ახლო მანძილიდან მეკარეს აუღებელი დაურტყა. საბურთალოელებს მეორე ნახევარში გოლის გატანის რამდენიმე შესაძლებლობა ჰქონდათ. ერთ-ერთ ეპიზოდში ხარაიშვილის დარტყმულს მცველები გადაეღობნენ, ბოლო წუთებზე კი, ნადარაიას ფლანგური ჩაწოდების შემდეგ,
თავით გოშთელიანი ურტყამდა, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა.

დღევანდელ შეხვედრაში მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პირველ და მეორე ტაიმში სხვადასხვა შემადგენლობა ათამაშა.
საბურთალო (პირველი ტაიმი): ქურდაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი, გვარაძე, ალთუნაშვილი, ვოლკოვი, ვაგნერი, ტატანაშვილი.
საბურთალო (მეორე ტაიმი): კუპატაძე, მალი, ცნობილაძე, გრიგალაშვილი, ნადარაია, თარხნიშვილი, ელვინ ტერა, ხარაიშვილი, დიასამიძე, გორგიაშვილი, გოშთელიანი.

მომზადებულია "საბურთალოს" საიტის მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული