საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მარტში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 24 მარტს ამხანაგურ შეხვედრაში ლიტვის ნაკრებს დაუპირისპირდება. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ტელეკომპანია "იმედზე" დიმა ობოლაძის გადაცემა "სპორტში" განაცხადა.

საქართველოს ნაკრები ლიტვას თბილისში უმასპინძლებს.

ხოლო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა განაცხადა, რომ მარტში ორი ამხანაგური მატჩი გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს საქართველოს ნაკრებს აზერბაიჯანის ნაკრებთან ჰქონდა დაგეგმილი ამხანაგური მატჩი, მაგრამ შემდეგ ფედერაციამ ეს მატჩი გააუქმა.

მიზეზად კი იაშვილმა ის დაასახელა, რომ ფეხბურთელების უმეტესობა კლუბების შეკრებაზეა.

"საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ამხანაგური მატჩი მოგვიანებით აუცილებლად გაიმართება.
შეხვედრის თარიღსა და მასპინძელ სტადიონს ქართული და აზერბაიჯანული მხარე უახლოეს პერიოდში დავაზუსტებთ. ამ ეტაპზე, ეროვნული ნაკრების კანდიდატების ძირითადი ნაწილი კლუბებთან ერთად შეკრებაზე იმყოფება და საწვრთნელ პროცესს სხვადასხვა ქვეყანაში გადის. ერთა ლიგის წილისყრის დასრულების შემდეგ, რომელიც 24 იანვარს ლოზანაში გაიმართება, ოფიციალური კალენდარი შედგება და ყველა ამხანაგური მატჩის ჩატარების თარიღიც გაირკვევა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული