კურიოზები და საუკეთესო მომენტები - რა გვახსოვს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებიდან? [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ქართველი გულშემატკივრისთვის გული ბევრჯერ დაუწყვეტია, თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს მომენტები სადაც, ქართველი გულშემატკივარი თავისი ნაკრებით ბედნიერი იყო...

ასევე არის მომენტები, სადაც ვერ გავიგეთ რას აკეთებდნენ ჩვენი ფეხბურთელები.

ჩვენს ვიდეოკოლაჟს და სტატიას სწორედ ასეთი მომენტებით ვიწყებთ.

ალბათ ცოტა რთულად ასახსნელია ეს მომენტი, მაგრამ ლადო დვალიშვილმა მისი რეალიზაცია ვერ შეძლო. გაერთიანებულ საამიროებთან ეს ამხანაგური შეხვედრა 2014 წელს 0:1 დავთმეთ.


ასევე კურიოზად შეგვიძლია მივიჩნიოთ ზურაბ ხიზანიშვილის მოქმედება 2008 წელს გამართულ საქართველოსა და კვიპროსის
ნაკრების შეხვედრაში, რომელიც 1:1 დასრულდა.



ის რაც 2016 წელს რუმინეთთან ამხანაგურ შეხვედრაში მოხდა ალბათ არანაირ კონტექსტში არ აჯდება.

საწყის სამ წუთში კახა ცხადაძის გუნდმა ორი ბავშური შეცდომა დაუშვა და 2 გოლი მიიღო.



ახლა კი გაცილებით სასიამოვნო მომენტებზე გადავიდეთ. ბოლო პერიოდადან რაც გაგვახსენდება რა თქმა უნდა, ესპანეთის ნაკრების დამარცხებაა. 2016 წელს ჩვენმა ნაკრებმა ხეტაფეში თორნიკე ოქრიაშვილის გოლით ესპანელებს სძლია.


აქვე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გოლი ვახსენოთ. ლევან კობიაშვილის გოლი ხორვატიის ნაკრების კარში, რომელიც ალბათ ქართველ გულშემატკივარს დღემდე არ ავიწყდება.


2015 წელს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შოტლანდიის ნაკრებს შესანიშნავი გოლი გაუტანა ვაკო ყაზაიშვილმა.


2014 წელს ულამაზესი გოლი გაიტანა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელმაც ირლანდიის კარი აიღო.


2010 წელს ესტონეთთან გამართულ საშინაო ამხანაგურ შეხვედრაში, ბოლო წუთებზე გაიტანა გამარჯვების გოლი დავით სირაძემ.


სირაძემვე აიღო შოტლანდიის ნაკრების კარი 2007 წელს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში.


2006 წელს იტალიის ნაკრების კარი შესანიშნავი დარტყმით აიღო გიორგი შაშიაშვილმა, თუმცა, აღნიშნული მატჩი 1:3 დავთმეთ.


2007 წლის 24 მარტს საქართველოს ნაკრები შოტლანდიაში 1:2 დამარცხდა. თუმცა, გიორგი დემეტრაძის შესანიშნავი ფინტის შემდეგ, შოთა არველაძემ შესანიშნავი გოლი გაიტანა.


2013 წელს საქართველოს ნაკრები 3:1 დამარცხდა საფრანგეთში. 71-ე წუთზე ქართველთაგან ერთადერთი გოლის ავტორი ალექსანდრე კობახიძე გახდა.



2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საშინაო მარცხით დაიწყო საქართველოს ნაკრებმა. თუმცა, ჯანო ანანიძემ ამ შეხვედრაში ბრწყინვალე გოლი გაიტანა.


ლაიფციგში შესანიშნავი გოლი გაუტანა 2015 წელს ჯაბა კანკავამ გერმანიის ნაკრებს. თუმცა, ეს მატჩი საქართველოს ნაკრებმა 2:1 დათმო.


და ბოლოს, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში ულამაზესი გოლი გაიტანა თორნიკე ოქრიაშვილმა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ბელორუსთა კარი აიღო.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეხლა სიამოვნებით გავესაუბრებოდი იმ კაცს ვინც ამ სტატიაში წერს რო რუმინეთთან ცხადაძე იყო მწვრთნელი
მამუკა
18:49 27-01-2018
0
მალხაზ ასათიანის გოლი გამოგრჩათ რუსეთთან.
georgia25
22:51 21-01-2018
1
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
პრემიერლიგა
#
გუნდი
27
23
3
1
59
72
27
16
5
6
26
53
27
13
6
8
15
45
27
9
9
9
-3
36
26
9
8
9
3
35
27
9
7
11
-14
34
27
8
7
12
-10
31
27
8
6
13
-10
30
27
7
9
11
-12
30
27
7
7
13
-11
28
27
6
10
11
-14
28
27
6
9
12
-17
27
27
7
6
14
-17
27
27
6
7
14
-26
25
27
3
11
13
-17
20