ვლადიმირ ვაისი აზერბაიჯანელებს: მე მინდოდა ამ მატჩის გამართვა, მაგრამ...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა აზერბაიჯანულ გამოცემა azerisport.com-თან საუბარში აზერბაიჯანის ნაკრებთან 2 თებერვალს გადადებული მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა.


"ბევრ კლუბს არ სურდა ნაკრებში ფეხბურთელების გამოშვება, რადგან თავად სურდათ ფეხბურთელების გამოყენება. ასეთ შემთხვევაში კარგ ნაკრებს ვერ შევკრებდით.

აზრი არ ჰქონდა აზერბაიჯანის ნაკრებთან მე-3 ან მე-4 შემადგენლობით გამოსვლას. მე მინდოდა ამ მატჩის გამართვა, მაგრამ როგორც ვიცი, ორივე ქვეყნის ფედერაციის ხელმძღვანელობა შეთანხმდა, რომ ამხანაგური მატჩი მიმდინარე წლის მარტში ან ივნისში გაიმართოს", - თქვა ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ბონდო დოლაბერიძევ, რას გავს ეს? გიბრძანებ, ახლავე აღადგინო გუნდი!
feolas davuzaxot
14:50 16-01-2018
0
მე-3 და მე-4 ნაკრები გვყავს? ნეტა ვინ მოიაზრება მაგ ნაკრებებში.
roma
12:01 16-01-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული