რატომ "ტობოლი"? - ჯაბა კანკავა და ყაზახეთი

AutoSharing Option
სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ყაზახეთის "ტობოლში" იასპარეზებს. ამ კლუბში ასევე თამაშობს ნაკრების წევრი ნიკა კვეკვესკირი.

"ტობოლმა" წინა სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულა და გამორიცხულია მისი ევროტურნირებზე ასპარეზობა. ამავდროულად, ეს კლუბი საშუალო დონის ყაზახურ გუნდად ითვლება.

კლუბმა მნიშვნელოვანი შენაძენი გააკეთა. ყაზახეთის გამოცემები წერდნენ, რომ კანკავას სახით "ტობოლმა" ევროპა ლიგის ფინალისტი ფეხბურთელი შეიძინა.

"ტობოლმა" წლის ტრანსფერი კი განახორციელა, მაგრამ ეს საქართველოს ნაკრების გულშემატკივრისთვის მტკივნეული თემაა, რამეთუ ნაკრების კაპიტანი ამ დონის გუნდში იასპარეზებს.

შედარებით უფრო მისაღები
იქნებოდა ნაკრების გულშემატკივრისთვის ის ფაქტი, რომ კაპიტანს რომელიმე ევროთასების შესარჩევში მოასპარეზე ქართული კლუბის მაისური მოერგო ან სულაც ყოფილიყო ყაზახური კლუბი, რომელიც ევროპა ლიგაზე ასპარეზობს: "ასტანა" ან "აქტობე".

მეორე და, ალბათ, გადამწყვეტი საკითხია ფინანსური დეტალები, რასაც "ტობოლი" ჯაბა კანკავას შესთავაზებდა.

ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა ვლადიმერ დვალიშვილმა ჩვენთან საუბარში თქვა, რომ დაახლოებით ოთხჯერ მეტი ხელფასებია ეროვნულ ლიგასთან შედარებით ყაზახეთის ერთ-ერთ აუტსაიდერ კლუბში "ატირაუში". ხოლო, ალბათ, უფრო დიდი სხვაობაა "ტობოლსა" და ეროვნული ლიგის ნებისმიერ გუნდთან შედარებით.

ფინანსური დეტალების გარკვევა რთული საქმეა, რადგან ამაზე საუბარი არც ფეხბურთელს უყვარს და არც კლუბს.

2015 წელს ყაზახ ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდათ "ტობოლის" აპრილის თვის ლეგიონერებზე გაცემული ხელფასების უწყისი, რომლის მიხედვითაც ამტკიცებდნენ, რომ კლუბში ლეგიონერებს თვეში 57 000-67 000 ევრომდე აქვთ ხელფასი.

ასეთ ფინანსურ ხარჯებს დიდი აღშფოთება მოჰყვა საზოგადოებაში და უცნობია, მას შემდეგ რამდენად შეიცვალა სიტუაცია.

ყველა ფეხბურთელს თავისი კარიერის წარმართვის უფლება აქვს და ამაში ვერც ვერავინ ვერ შეუშლის ხელს. ზოგისთვის ფულია მნიშვნელოვანი, ზოგისთვის - კარიერა და წამყვან საფეხბურთო ქვეყანაში თამაში.

უბრალოდ, ჯაბა კანკავაცა და ნიკა კვეკვესკირიც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები არიან და გამომდინარე აქედან, ამ კლუბისთვის არ გვემეტება.

რაც შეეხება "ტობოლს", ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კოსტანაის გუნდია, სადაც 231 906 ადამიანი ცხოვრობს და მოსახლეობის უმეტესობა რუსია. კლუბი 1967 წელს დაარსდა და უეფას რეიტინგში 313-ე ადგილზეა.

Sportall.Ge

კლუბის სტადიონი 8 050 მაყურებელს იტევს, მწვრთნელი ვლადიმერ ნიკიტენკოა. "ტობოლს" ერთადერთხელ აქვს ჩემპიონობა მოპოვებული (2010 წელს) და მას შემდეგ საუკეთესო შედეგი მე-5 ადგილზე გასვლაა.

Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 3 /
სატესტო სტატიიდან
სატესტო სტატიიდან
11:03 09-01-2018
0
კაცი არსად თამაშობდა და სად გადავიდაო! თავი მიარტყით რამეს?!
გენო
10:10 09-01-2018
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული