ნიკა კვეკვესკირი: ასე რომ, ამ შემთხვევაში ფეხბურთელებს ნუ დაადანაშაულებენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში აზერბაიჯანის ნაკრებთან 2 თებერვალს გასამართ მატჩზე ისაუბრა.

- პირველ რიგში, აზერბაიჯანის ნაკრებთან შეხვედრაზე უნდა გკითხოთ. რით იქნება ეს შეხვედრა სასარგებლო საქართველოს ნაკრებისთვის?
- რაც შეეხება ამ მატჩს, ის ცალსახად მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ისე აზერბაიჯანის ნაკრებისთვის. ჩვენ ერთა ლიგაში ვითამაშებთ და ორივე გუნდი მაღალ მიზნებს დაისახავს.

მართალია, ჯგუფურ ეტაპზე ვერ შევხვდებით ერთმანეთს, მაგრამ ხომ შეიძლება, აზერბაიჯანელებს გადამწყვეტ ეტაპზე დავუპირისპირდეთ? შეიძლება ითქვას, დაახლოებით თანაბარი დონის ვართ. აზერბაიჯანის ნაკრებს ერთი უპირატესობა აქვს ჩვენთან შედარებით. ამ
გუნდის ძირითადი ბირთვი ადგილობრივ ჩემპიონატში თამაშობს.

აქედან გამომდინარე, მათ, ჩვენგან განსხვავებით, არ უნდა ჰქონდეთ ოპტიმალური შემადგენლობის შეკრების პრობლემა. ამასთან, ეს იქნება გურბან გურბანოვის დებიუტი აზერბაიჯანის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

მას ყველანაირად შეუწყობენ ხელს, რომ წარმატებით დაიწყოს სანაკრებო კარიერა. ვგულისხმობ იმას, რომ აზერბაიჯანული კლუბები ფეხბურთელებს, ალბათ, უპრობლემოდ შეელევიან.

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებში არაერთი ლეგიონერია და ჩვენ ოპტიმალური შემადგენლობის შეკრების პრობლემა გვექნება, როგორც ეს ვლადიმირ ვაისმა თქვა... მაგრამ რას ვიზამთ, ამ დროს ყველა გუნდი შეკრებაზეა და ყველას უნდა, რომ ახალი სეზონისთვის ოპტიმალური შემადგენლობით მოემზადოს.

და მაინც, რა შემადგენლობითაც უნდა ვითამაშოთ, ეს ყველასთვის დიდი შანსია და მას გამოყენება სჭირდება. მჯერა, უდიდესი მოტივაცია იქნება.

- ალბათ, "ტობოლის" ხელმძღვანელობასთან ამ შინაარსის საუბარი თქვენც მოგიწევთ...
- ცოტა შორიდან დავიწყებ. დუბაის შეკრებაზე რომ იყო საქართველოს ნაკრები, მაშინაც ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ ეროვნულ გუნდთან ერთად ვყოფილიყავი. დამიჯერეთ, ეს სურვილი ყველა ფეხბურთელს აქვს, რომელიც ეროვნულ გუნდში თამაშობს.

მაშინ მე ვესაუბრე კლუბის ხელმძღვანელობას და ვთხოვე, მოეცათ იმის საშუალება, რომ ნაკრებთან ერთად ვყოფილიყავი. არ გამოვიდა. ასეთ შემთხვევაში, ყველაფერი დამოკიდებულია კლუბზე. რაც უნდა ძლიერ სურდეს ფეხბურთელს ეროვნული გუნდის შეკრებაზე ჩამოსვლა, თუ კლუბმა არ გამოუშვა, ვერაფერს გახდება.

ასე რომ, ამ შემთხვევაში ფეხბურთელებს ნუ დაადანაშაულებენ. რა თქმა უნდა, ახლაც დაველაპარაკები "ტობოლის" ხელმძღვანელობას და ვთხოვ, რომ გამომიშვას ნაკრებში. ვნახოთ, რა და როგორ გამოვა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 4 /
ფეხბურთელის ნაკრებში თამაში მხოლოდ იმიტომ უნდათ,რომ დააკმაყოფილონ უეფას წესდება ევროპის გუნდებში თამაშისთვის და არა ქვეყნის ნაკრების წინსვლისთვის. ისინი და მწვრთნელები ერთნაირად ფიქრობენ!გადაიხადე?ითამაშებ.ეს მათი პრინციპია!
asdfgh
13:13 24-12-2017
1
ლეგიონერები თორემ, ჩვენც ეხლა ისეთი ლეგიონერები ქვყავს არ გააკვირვოთ ვინმე!ფეხბურთი ჩვენთან კაიხანია მოკვდა! ვაი ჩვენს პატრონს!!! სამარცხვინო ნაკრები გვყავს!!!!!!ფეხბურთი შემაზიზღეს!!!!!
goga
12:26 24-12-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული