საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე გახდა

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - გიორგი ცეცაძე.

მხარეებს შორის ხელშეკრულება დღეს, 14 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაფორმდა.

გიორგი ცეცაძე ბოლოს საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას" თავკაცობდა, რომელთან ერთადაც ჯერ საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო მოგვიანებით - სუპერთასის მფლობელი.

გიორგი ცეცაძემ 2013 წელს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ათამაშა.

43 წლის სპეციალისტს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თემურ ლორთქიფანიძე და ზურაბ ხიზანიშვილი დაეხმარებიან.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 12 /
komentarebs vkitxulob da vocdebi imitom datova amitom datova:) iqneb datovebines? moklet kai fexburts itxovs xalxi mara done saqartvelosi dabalia . ramdenia biujeti mtlianobashi 4-5 milioni lariiii? fexburtels gazda unda !!! tu ver zdii saqartveloshi mashin unda iyido fexburteli!! romel gunds aq tavisi magali donis baza. realurad arcert, mshieri fexburtelebi gvyavs. maqsimalurad risi gaketebac sheileba ketdeba. azerbajanis yvelaze uargis gunds ufro meti biujeti aq vidre mtlian federacias saqartveloshi... samtredia amoqaches, exla vacadot iqneb axalgazdursac ushvelon.
0
გამოსავალს ფედერაცია მხოლოდ მწვრთნელების ცვლაში რომ ხედავ ესაა მთავარი პრობლემა. არადა მათ აქვთ განვითარების გრძელვადიანი პროგრამა, უბრალოდ მას გარკვეული დრო სჭირდება და არა მწვრთნელების კარუსელივით ტრიალი. საჭიროა ვინმემ (კომპეტენტურმა პირმა) აუხსნას გულშემატკივარს რას გულისხმობს ეს გეგმა, რატომ ჭირდება შედეგს დრო, რა კეთდება ამ შედეგისთვის! ამის მაგივრად რას აკეთებს ფედერაცია??- ოღონდ არავინ გააკრიტიკოს, ოღონდ უარყოფითი კომენტარი არ დაწერონ და მყისიერად ცვლის მწვრთნელს- ამით რომ არაფერი იცვლება ყველაზ კარგად თვითონ იციან- უბრალოდ ეს ის შემთხვევაა როდესაც შედეგზე მეტად იმაზე ფიქრობ რომ სანამ შენ ხარ მშვიდობა იყოს და მერე რაც უნდა ის უქნიათო- სწორედ ასე მივედით იქამდე სადაც ვართ.
gegi
01:45 16-12-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული