საქართველო ნაკრები 2018 წლის პირველ ამხანაგურ მატჩს აზერბაიჯანთან გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2018 წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას 2 თებერვალს გამართავს.

ვლადიმირ ვაისის გუნდი თურქეთის ქალაქ ანტალიაში, აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო და აზერბაიჯანი უეფას ერთა ლიგის D ჯგუფის პირველ კალათაშია განთესილი. ერთა ლიგის წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში 24 იანვარს ჩატარდება.

წყარო: gff.ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
თორნიკე აბა იანვარში სანტა კლაუსების გუნდს ხომარ შეახვედრებნენ:)
xoneli
23:55 11-12-2017
0
იმედია საკლუბოს ჯავრს ამოვიყრით, თორემ ცუდადაა საქმე. არ მინდა აზერები ყველგან და ყველაფერში გვჯობდნენ. ფინანსებით კი გვჯობნიან, მარტო ფული ხომ არ არის? ნიჭით უეჭველი ვიცი რომ ვერ გვჯობიან
2

სიახლეები პოპულარული