ერთა ლიგა: გავიცნოთ საქართველოს ნაკრების მეტოქეები

AutoSharing Option
2018 წელს მთელ ევროპას ახალი საფეხბურთო ტურნირი მოიცავს, "ერთა ლიგა", რომლის მიმართ განსაკუთრებული მოლოდინი გვაქვს.

ტურნირი საქართველოს და მსგავსი დონის ნაკრებებს შანსს აძლევს, არაპირდაპირი წესით მოხვდნენ ევროპის ჩემპიონატზე და ამხანაგური მატჩების ნაცვლად, ვითამაშებთ ფინანსური თვალსაზრისით მომგებიან ტურნირზე.

ტურნირი 2 წელი გაგრძელდება და 2018 წლის 6 სექტემბერს დაიწყება. საქართველოს ნაკრები ბოლო, D ჯგუფში იასპარეზებს, რომელიც ყველაზე სუსტი ჯგუფია.

ფაქტია, რომ წინასწარი შეფასებით, ჯგუფში საუკეთესოობის მოპოვების მთავარი კანდიდატურები კავკასიური ნაკრებებია, რაც უფრო ამძაფრებს ჩვენთვის ტურნირის ეშხს.

ჩვენი ნაკრები სომხეთს შეხვდება თუ აზერბაიჯანს,
ნებისმიერ შემთხვევაში ბილეთები საძიებელი იქნება, რადგან ეს დაპირისპირება ძალიან პრინციპულია და ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ მატჩი.

მოდი, გადავხედოთ ჩვენს კონკურენტ 15 ნაკრებს, რომლებიც შეიძლება დაგვიპირისპირდნენ:

აზერბაიჯანი
ფიფას რეიტინგში: 117-ე ადგილი
ნაკრების სრული ღირებულება: 10.2 მილიონი ევრო
რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 6
საუკეთესო შედეგი კვალიფიკაციაში: მე-5 ადგილი 2012 წელს
ნაკრების ვარსკვლავი: რიჩარდ ალმეიდა
ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: რიჩარდ ალმეიდა ("ყარაბაღი", 1.5 მილიონი ევრო)

სომხეთი
ფიფას რეიტინგში: 90-ე ადგილი
ნაკრების სრული ღირებულება: 42.10 მილიონი ევრო
რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 6
საუკეთესო შედეგი კვალიფიკაციაში: მე-3 ადგილი 2012 წელს
ნაკრების ვარსკვლავი: ჰენრიხ მხითარიანი
ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: ჰენრიხ მხითარიანი ("მანჩესტერ იუნაიტედი", 35 მილიონი ევრო)

მაკედონია
ფიფას რეიტინგში: 76-ე ადგილი
ნაკრების სრული ღირებულება: 20.93 მილიონი ევრო
რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 6
საუკეთესო შედეგი კვალიფიკაციაში: მე-4 ადგილი 2000 წელს
ნაკრების ვარსკვლავი: გორან პანდევი
ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: ილია ნესტეროვსკი ("პალერმო", 3.5 მილიონი ევრო)

ბელორუსი
ფიფას რეიტინგში: 92-ე ადგილი
ნაკრების სრული ღირებულება: 12.45 მილიონი ევრო
რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 6
საუკეთესო შედეგი კვალიფიკაციაში: მე-4 ადგილი 2008 წელს
ნაკრების ვარსკვლავი: მაქსიმ ვალოდკო
ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: მაქსიმ ვალოდკო ("ბატე", 1.3 მილიონი ევრო)

ლატვია
ფიფას რეიტინგში: 131-ე ადგილი
ნაკრების სრული ღირებულება: 5.88 მილიონი ევრო
რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 6
საუკეთესო შედეგი კვალიფიკაციაში: მე-2 ადგილი 2004 წელს, მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატზეც
ნაკრების ვარსკვლავი: ანდრის ვანინსი
ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: კარპას დუბრა (რფს, 700 000 ევრო)

ფარერების კუნძულები
ფიფას რეიტინგში: 95-ე ადგილი
ნაკრების სრული ღირებულება: 2.55 მილიონი ევრო
რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 7
საუკეთესო შედეგი კვალიფიკაციაში: მე-5 ადგილი 1996 და 2016 წლებში
ნაკრების ვარსკვლავი: იოჰან ედმუნდსონი
ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: იოჰან ედმუნდსონი ("ოდენსე", 600 000 ევრო)

ლუქსემბურგი
ფიფას რეიტინგში: 84-ე ადგილი
ნაკრების სრული ღირებულება: 5.75 მილიონი ევრო
რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 14
საუკეთესო შედეგი კვალიფიკაციაში: 1/4 ფინალი 1964 წელს
ნაკრების ვარსკვლავი: ლორან ჟანი
ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: ლორან ჟანი ("ვასლანდ-ბევერენი", 1.2 მილიონი ევრო)

ყაზახეთი
ფიფას რეიტინგში: 136-ე ადგილი
ნაკრების სრული ღირებულება: 15.75 მილიონი ევრო
რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 3
საუკეთესო შედეგი კვალიფიკაციაში: მე-5 ადგილი 2016 წელს
ნაკრების ვარსკვლავი: იური ლოგვინენკო
ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: ბაურჟან ისლამჰანი ("კაირათი", 1.8 მილიონი ევრო)

მოლდოვა
ფიფას რეიტინგში: 166-ე ადგილი
ნაკრების სრული ღირებულება: 9.63 მილიონი ევრო
რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 6
საუკეთესო შედეგი კვალიფიკაციაში: მე-4 ადგილი 1996 წელს
ნაკრების ვარსკვლავი: ალექსანდუ ეპურიანო
ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: ალექსანდრუ ეპურიანუ ("ბაკაკშეხირი", 3.75 მილიონი ევრო)

ლიხტენშტეინი
ფიფას რეიტინგში: 187-ე ადგილი
ნაკრების სრული ღირებულება: 3.98 მილიონი ევრო
რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 6
საუკეთესო შედეგი კვალიფიკაციაში: მე-5 ადგილი 2016 წელს
ნაკრების ვარსკვლავი: მარსელ ბიუხელი
ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: მარსელ ბიუხელი ("ვერონა", 1.5 მილიონი ევრო)

მალტა

ფიფას რეიტინგში: 181-ე ადგილი
ნაკრების სრული ღირებულება: 4.8 მილიონი ევრო
რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 11
ნაკრების ვარსკვლავი: ანდრე შემბრი
ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: ანდრე შემბრი ("ბოავისტა", 1 მილიონი ევრო)

ანდორა
ფიფას რეიტინგში: 139-ე ადგილი
ნაკრების სრული ღირებულება: 1.7 მილიონი ევრო
რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 5
ნაკრების ვარსკვლავი: მარკ ვალესი
ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: მაქს ლოვერა ("ლეიდა", 200 000 ევრო)

კოსოვო
ფიფას რეიტინგში: 174-ე ადგილი
ნაკრების სრული ღირებულება: 19.15 მილიონი ევრო
რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 0
ნაკრების ვარსკვლავი: ვალონ ბერიშა
ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: მილოტ რაშიცა ("ვიტესი", 5 მილიონი ევრო)

სან-მარინო
ფიფას რეიტინგში: 204-ე ადგილი
ნაკრების სრული ღირებულება: 590 000 ევრო
რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 7
ნაკრების ვარსკვლავი: ალდო სიმონჩინი
ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: ფილიპო ბერარდი ("იუვე სტაბია", 75 000 ევრო)

გიბრალტარი
ფიფას რეიტინგში: 206-ე ადგილი
ნაკრების სრული ღირებულება: 470 000 ევრო
რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 1
ნაკრების ვარსკვლავი: ლიამ უოლკერი
ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: ლიამ უოლკერი ("ნოტს ქაუნთი", 100 000 ევრო)

საქართველო
ფიფას რეიტინგში: 104-ე ადგილი
ნაკრების სრული ღირებულება: 16.34 მილიონი ევრო
რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 6
საუკეთესო შედეგი კვალიფიკაციაში: მე-3 ადგილი 1996 წელს
ნაკრების ვარსკვლავი: თორნიკე ოქრიაშვილი
ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: საბა კვირკველია ("ლოკომოტივი", 4.05 მილიონი ევრო)
მკითხველის კომენტარები / 14 /
იმედია აქ მაინც გამოვალთ წარმატებით.იმედით ცოცხლობს ადამიანი.და ბოლოს და ბოლოს უკვე დროა რომ საქრთველოში წარმატებული სპორტის სახეობებს ფეხბურთმაც აუბას მხარი
Fani
03:20 07-12-2017
5
აქ მიმოსვლითი სისტემა არაა და გააჩნია ვისთან მოგვიწევს სტუმრად.არაა მარტივი ტურნირი
5

სიახლეები პოპულარული