გიორგი პაპუნაშვილი: ვლადიმირ ვაისის ხედვას უკეთ ვგებულობთ

AutoSharing Option
22 წლის გიორგი პაპუნაშვილი ზაფხულში ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის კლუბ "სარაგოსაში" გადაბარგდა. ჩემპიონატის 9 შეხვედრაში პაპუნაშვილმა 1 გოლის გატანა მოახერხა.

გიორგი პაპუნაშვილი თბილისის "დინამოს" აღზრდილია.

Sportall.ge პაპუნაშვილს ესპანეთში დაუკავშირდა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ნაკრებზე, თბილისის "დინამოზე", "სარაგოსაზე" და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

- გიორგი, თქვენ თბილისის "დინამოს" აკადემიის აღზრდილი ხართ. რა შეგიძლია გვითხრა მასზე, როგორც ცნობილია აკადემიაში ყველანაირი პირობაა შექმნილი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ნიჭის წამორსაჩენად...
- "დინამოს" აკადემია საოცარია. ბავშვებს, ვინც იქ ვარჯიშობენ, მთავარ გუნდში გადასვლის დიდი სტიმული და მოტივაცია აქვთ. სავარჯიშო პირობები, გარემო,
სტადიონები... ყველაფერი ეს წარმატების საფუძველია.

- 2012 წელს თქვენ 17-წლამდე ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეთ. როგორ გაიხსენებდით ამ პერიოდს?
- ეს პერიოდი როგორც ჩვენთვის, ასევე საქართველოსთვის, უბედნიერესი იყო. ამის გადმოცემა არ შემიძლია, საოცარი იყო ეს ყველაფერი.

- თბილისის "დინამომ" საქართველოს ჩემპიონის ტიტული ბოლო ტურში დაკარგა. რას იტყოდით ამის შესახებ ?
- მე მესმის მათი, ისინი ბევრჯერ წამოდგნენ ფეხზე. რთულია, როდესაც ნახევარი გუნდი შუა სეზონში გტოვებს. ამ ყველაფერმა კი ჩემპიონობის დაკარგვა გამოიწვია... მაგრამ, ვფიქრობ, ამით არაფერი მთავრდება. "დინამოს" ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი ელის და ფეხბურთელებმა გუნდი უნდა ასახელონ.

- რას იტყოდით "ვერდერში" გატარებულ პერიოდზე? რა გამოცდილება მოგცათ ბრემენში გატარებულმა პერიოდმა და რა განსხვავება დაინახე ქართულ ფეხბურთთან შედარებით?
- რა თქმა უნდა, "ვერდერში" ძალიან კარგი იყო. ბევრ ისეთ ფეხბურთელთან ერთად მომიწია თამაში და ვარჯიში, რომ მათგან დიდი გამოცდილება შევიძინე. განსხვავება კი ძალიან დიდია, იქ სადაც მე ვთამაშობდი საქართველოსთან შედარებით დიდი განსხვავებააა...

- რას იტყოდით საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე? როგორ შეაფასებდით ვლადიმერ ვაისის გაწეულ სამუშაოს და უნდა დაეტოვათ თუ არ იგი მთავარ მწვრთნელად?
- ვისი უნდა დარჩენილიყო. პერიოდულად მწვრთნელის ცვლა კარგს არაფერს მოგვცემს. მას თავისი ხედვა აქვს, რასაც უკეთ ვგებულობთ. მე ამას მივესალმები და წინსვლა უნდა განვაგრძოთ.

- რა არის "სარაგოსას" მიზანი ამ სეზონში?
- რა თქმა უნდა, პრიმერა დივიზიონში დაბრუნება.

- და ბოლოს... რა არის თქვენი მომავალი გეგმები და მიზანი?
- ჩემი სამომომავლო გეგმები ჯერ-ჯერობით "სარაგოგას" უკავშირდება. პირველი მიზანი პრიმერა დივიზიონში გადასვლაა. შემდეგ კი შეხვედოთ რა მოხდება მომავალში.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვა, ესეც ფეხბურთელია?! )))
ყური მიგდე
21:15 02-12-2017
1
კარებში ნორმალურად დარტყმას როდის ისწავლი გიორგი!!??
გიორგის
16:08 02-12-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული