azerisport.com საქართველოს ნაკრებზე: რა არის საოცნებო აზერბაიჯანელი ფანებისთვის

AutoSharing Option
აზერბაიჯანული გამოცემა Azerisport.com ერთა ლიგაზე სავარაუდო მომავალ მეტოქეებს აფასებს. მათ შორისაა საქართველო. აი, რას წერს აზერბაიჯანული გამოცემა:

"საქართველოს ეროვნული ნაკრები და ქართული ფეხბურთი აზერბაიჯანელ გულშემატკივრებში დიდი სიმპათიით სარგებლობს. ეს შემთხვევითი არ არის, ძალიან ბევრ ადგილობრივ გულშემატკივარს სურს, რომ რომელიმე შესარჩევში აზერბაიჯანის ნაკრები საქართველოს დაუპირისპირდეს.

გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს ნაკრებს თითქმის ყველა მატჩში ერთი გოლი მაინც გააქვს და საშუალოდ ციკლს 12-16 გოლით ასრულებს, რაც ჩვენი ფანებისთვის საოცნებოა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს შესარჩევი ციკლი მე-5 ადგილზე დაასრულა, მათ ძალიან
კარგი ფეხბურთი ითამაშეს.

გუნდის ლიდერია ჯაბა კანკავა, რომელიც აგრეთვე კაპიტანია და ცოტა ხნის წინ უკლუბოდ დარჩა. მიუხედავად ამისა, ის ყველა მატჩში იღებს მონაწილეობას. ასევე გამოსარჩევი ფეხბურთელებია გურამ კაშია, გიორგი ლორია და დავით ხოჭოლავა", - წერს აზერბაიჯანული ვებგვერდი.
მკითხველის კომენტარები / 12 /
რაო?12- 16 გოლიო?მაგდენი კარშიც არ დაგვირტყავს.
სოსო
19:53 09-12-2017
0
ტონკად კაი იყო
tonkad
08:46 29-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული