U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის ჯგუფში ჩარჩა

AutoSharing Option
14 ნოემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩი გამართა.

გიორგი ყიფიანის შეგირდებმა ჯგუფში ბოლო შეხვედრა ფრანგ თანატოლებთან ჩაატარეს, რომელიც ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მატჩში ანგარიში ანტოინ ბერნდემ მე-20 წუთზე გახსნა. ქართველებმა გათანაბრება მეორე ტაიმში შეძლეს, 64-ე წუთზე ლევან ხარაბაძემ შეაგდო.

75-ე წუთზე საქართველოს ნაკრებს დაწინაურებაც შეეძლო, მაგრამ პენალტიდან ნიკა ნინუამ ვერ გაიტანა.

მოპოვებული ქულა ჩვენი ნაკრებისთვის ჯგუფიდან გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. შესაბამისად, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროშესარჩევი ჯგუფში 2 ქულით მე-3 ადგილზე
დაასრულა.

ელიტრაუნდის საგზურები კი საფრანგეთმა და ბოსნიამ მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში გიორგი ყიფიანის შეგირდები ბოსნიასთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ, ხოლო ანდორასთან ფრედ, ანგარიშით 1:1 ითამაშეს.

საქართველოს ნაკრებმა ამ შემადგენლობით ითამაშა:

გუგეშაშვილი, მალი, ასატიანი, ჟინჯოლავა, ანდრონიკაშვილი, ქოჩორაშვილი, ნინუა,
ქავთარაძე (ზარიძე 90+1), ფურცელაძე, ხარაბაძე, დავითაშვილი (61 კვარაცხელია)
მკითხველის კომენტარები / 25 /
ძალიან დაგვაკლდა იტალიის ნაკრები
imeda
14 ნოემბერი 2017 20:13
1
ირაკლი ჩიქოვანო, ასე თავგამოდებით რომ იცავ ყიფიანს რა გააკეთა მასეთი.ავსაჯანას აწყობილი გუნდი დაშალა ,მოიყვანა თავის საახლობლოს და ძმაკაცების შვილები და ააა შედეგიც სახეზეა. ასე რომ დროზე უნდა წავიდეს ნაკრებიდან. დააბრუნეთ ავსაჯანა და საერთოდ, მიეცით ნიჭსა გზა ფართოოოოო.
vaxo
15 ნოემბერი 2017 10:48
1
vaxo გთხოვთ კონკრეტულად გვარები თქვით ამ ნაკრებში ვინ არის ყიფიანის საახლობლოს და ძმაკაცების შვილები??? აკრიტიკეთ ყიფიანიც და ნაკრებიც და ვინც გინდათ მაგრამ ამდენი ცილისწამება სულ მცირე უხერხულია კაცისგან ..თუ არ შეგიძლიათ ფაქტებით საუბარი მაშინ Amboben.ge- ზე წერე რააა..
ირაკლი ჩიქოვანი
16 ნოემბერი 2017 02:20
0
გეტყობა ბევრი იცი.
შოდა
15 ნოემბერი 2017 11:26
0
ყიფიანი ეხსპერიმენტების ტარებით არის დაკავებული.ვერ მიხვდა, რომ ევროპის შესარჩევი იყო და არა საბურთალო- დინამოს თამაში. ნახევარი გამოუცდელი და ასაკით პატარა ფეხბურთეელებით ყავდა დაკომპლექტებული ძირითადი შემადგენლობა და შედეგიც შესაბამისი დადო.სანამ არ მორჩება საბურთალოდან ისეთი ფეხბურთელების მიღება,რომლებსაც არასოდეს იძახებდნენ ნაკრებში და გამოცდილი ფეხბურთელების დაბლოკვა,არ გამოძახება და სათადარიგოში ჯდომა ,არაფერი ეშვეეელება ნაკრებს.ყიფიანს ურჩევია გადადგეს და დააბრუნონ ვასილ მაისურაძე,რომელიც ნიჭით არჩევს ფეხბურთელებს და იცის თავისი საქმე.
ო.კ
15 ნოემბერი 2017 11:17
1
ყიფიანი ბლოკავს ნიჭიერ ფეხბურთელებს შეგნებულად??? ანუ თქვენ გინდათ რომ მისმა ნაკრებმა მოიგოს და მას ეს არ უნდა????? გვარები დაწერეთ ამ ასაკის ნიჭიერი ფეხბურთელების ვინც ყიფიანმა დაბლოკა!!! ცოტა ლოგიკა ჩართეთ რა მართლა უხერხულია უკვე რაებს წერთ...
ირაკლი ჩიქოვანი
16 ნოემბერი 2017 02:07
0
ჩვენების ასეთი ბანძი თამაში მანამდე არ მინახავს. ფუუუუ.
საკუთარი კარიდან 30 მეტრს 4 ჯერ გასცდნენ
რიყე
15 ნოემბერი 2017 08:58
0
სად უყურეთ საფრანგეთთან თამაშს? რომელ საიტზე?
gio
17 ნოემბერი 2017 09:01
0
ყიფიანის დანიშვნა იყო შეცდომა. ამ ნაკრებს შეეძლო უპრობლემოდ გასულიყო შემდეგ ეტაპზე. არ ჰქონდა ყიფიანს შესაბამისი გამოცდილება.
ამიტომ ახლობლობით და მეგობრობით დანიშვნები უნდა დამთავრდეს გურჯისტანში!
georgian
15 ნოემბერი 2017 13:40
2
Mეკარემ კარგად იტამაშა წარმატებები
Gio
15 ნოემბერი 2017 12:17
0
Kიფოზე მრტლა ვერ იტკვი ნამდვილატ მაგას ალალად ვამბოფ რომ ნაცნობობიტ აკავს ფეხბურტელებიო პირიქიტ კველას ადზლევს ტავის გამოცენის საჰვალებას გეგუჰადზეზ კი ჰეიზლბა მგისტქმა მისი ახლობლებს ადზლევს კოველ ტამაჰებზე ჰანს ეგ უეცველი ვცი
vaxtangi
15 ნოემბერი 2017 05:42
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული