U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის ჯგუფში ჩარჩა

AutoSharing Option
14 ნოემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩი გამართა.

გიორგი ყიფიანის შეგირდებმა ჯგუფში ბოლო შეხვედრა ფრანგ თანატოლებთან ჩაატარეს, რომელიც ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მატჩში ანგარიში ანტოინ ბერნდემ მე-20 წუთზე გახსნა. ქართველებმა გათანაბრება მეორე ტაიმში შეძლეს, 64-ე წუთზე ლევან ხარაბაძემ შეაგდო.

75-ე წუთზე საქართველოს ნაკრებს დაწინაურებაც შეეძლო, მაგრამ პენალტიდან ნიკა ნინუამ ვერ გაიტანა.

მოპოვებული ქულა ჩვენი ნაკრებისთვის ჯგუფიდან გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. შესაბამისად, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროშესარჩევი ჯგუფში 2 ქულით მე-3 ადგილზე
დაასრულა.

ელიტრაუნდის საგზურები კი საფრანგეთმა და ბოსნიამ მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში გიორგი ყიფიანის შეგირდები ბოსნიასთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ, ხოლო ანდორასთან ფრედ, ანგარიშით 1:1 ითამაშეს.

საქართველოს ნაკრებმა ამ შემადგენლობით ითამაშა:

გუგეშაშვილი, მალი, ასატიანი, ჟინჯოლავა, ანდრონიკაშვილი, ქოჩორაშვილი, ნინუა,
ქავთარაძე (ზარიძე 90+1), ფურცელაძე, ხარაბაძე, დავითაშვილი (61 კვარაცხელია)
მკითხველის კომენტარები / 25 /
სად უყურეთ საფრანგეთთან თამაშს? რომელ საიტზე?
0
ყიფიანის დანიშვნა იყო შეცდომა. ამ ნაკრებს შეეძლო უპრობლემოდ გასულიყო შემდეგ ეტაპზე. არ ჰქონდა ყიფიანს შესაბამისი გამოცდილება.
ამიტომ ახლობლობით და მეგობრობით დანიშვნები უნდა დამთავრდეს გურჯისტანში!
georgian
13:40 15-11-2017
1
სიახლეები პოპულარული