ბელარუსის მწვრთნელი: სომხეთზე უფრო სუსტ ნაკრებს შევხვდით

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან ნამატჩევს (2:2) ბელარუსის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა იგორ კრიუშენკომ შემდეგი განაცხადა:

"კარგი თამაში იყო. იყო ბრძოლა. შევხვდით სომხეთის ნაკრებზე ოდნავ სუსტ მეტოქეს. მაღალ პრესინგს ფლანგების მოშიშვლების შიშით მოვერიდეთ.

წუნი ახლაც ბევრი გვქონდა. იდეალურად არ გავრჯილვართ. პირველი გოლი იმიტომ გავუშვით, რომ ბურთის ატანის ნაცვლად უკან გავაკეთეთ გადაცემა. შედეგად, კუთხური მივიღეთ. კუთხურს კი გოლი მოყვა. შეცდომები საკმაოდ გვქონდა. მიუხედავად ამისა, დავინახე ერთიანი გუნდი. ამან გამახარა.

პირველ ტაიმში შეტევა არ გამოგვივიდა, ხოლო მეორეში მეტოქის დაცვაში თავისუფალი ზონები გაჩნდა და იერიშების მიტანა გაგვიადვილდა.

რატომ ვაწუხებდით მათ მეკარეს იშვიათად? გადაცემები არ გამოგვდიოდა. ამიტომ ვერ ვასრულებდით შეტევებს ლოგიკურად. ორი მომენტიდან ორივე გამოვიყენეთ".
მკითხველის კომენტარები / 25 /
ათასი პროცენტი სიმართლე თქვა და გადაამათრახა ქართული ნაკრები ამ კაცმა.
აწი გინდ აგინეთ და გინდ აკოცეთ
ანტიფეხბურთი
22:27 13-11-2017
1
აბ უნდა ავყვეთ ვინმე ცუდითუ თქვა.ჯერ ესერთი სომხების გან განსხვავებით ჩვენი თითქმის მესამ ნაკრებს ეთამაშა ბოლო წუთებს თუ არ ჩავთვლით ვაისმა ანგარიშზე არ იფიქრა გამოცადა ბიჭები.მეორე სომხეტთან ტოტალიზატორის თამაში გააპრავეს ამხელა ანგარიშით რო წააგო.და გამოძიება დაიწყო საეჩვო ფსონებზე.და მესამე რაგაც არ მახსოვს სომხეთს ხორვატია ესპანეთი დანია უელსი დამრცხებული ყავდესროდესმე. და ფრე ქონდეს ირლანდიასთან ავსტრიათან საფრანგეთან ულსი და ირლანდია დაეჩაგროს თამაშით ქულა ისე აეგოს.
xoneli
08:39 14-11-2017
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული