"პრესბოლი" - საქართველოს სუსტ ნაკრებთან დაცვაში ვიყავით ჩამდგარი

AutoSharing Option
ქუთაისში ჩატარებულ საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებთა ამხანაგურ შეხვედრას (2:2)  წერილი მიუძღვნა ბელარუსულმა სპორტულმა გამოცემამ "პრესბოლმა".

მოგიყვანთ რამოდენიმე ამონარიდს სტატიიდან.

- პირველ ტაიმში ბელარუსის ჩემპიონატის ღირსება გვილიამ დაიცვა - ჩვენმა ფეხბურთელმა სხვა გუნდის შემადგენლობაში. პოზიტიური იყო თუ არა ეს, ყველამ თავად გადაწყვიტოს. მან აკიდა ყვითელი ბარათები ვოლოდკოს, რომელსაც იტალიაში უნდა გადაბარგება და ბიკოვს. სწორედ ის იყო "თამაშის გამკეთებელი" ფეხბურთელი.

- ალბათ, დროა აღარ ვილაპარაკოთ საქართველოს ნაკრებზე, როგორც ტექნიკური ფეხბურთელებით დაკომლექტებულ გუნდზე. ყველაზე მეტ საფრთხეს ჩვენს კართან ისინი სტანდარტულებიდან ქმნიდნენ. ამის დასტურია
სიხარულიძისა და დვალის გოლები.

- მოედნის უხარისხობაზეც არ შეიძლება არ ითქვას, რომელიც ტექნიკურად თამაშის საშუალებას არ იძლეოდა.

- მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა მეკარე პავლიუჩენკომ 45 წუთში იმდენი გოლი გაუშვა, რამდენიც ქვეყნის პირველობაზე 5 მატჩში. ნუ, მთავარია მისი დებიუტი შედგა.

- მომენტები ჩვეულად ბევრი არ გვქონია და რეალიზაცია უჩვეულოდ მაღალი გვქონდა, რაც შესანიშნავია.

- ჩვენ უკვე აღარ ვართ ჩემპიონები ამხანაგურ მატჩებში, თვით სუსტ ქართულ გუნდთანაც უმეტესად დაცვაში ვიყავით ჩამდგარი.

- ქუთაისური მატჩი დასრულდა ისე, როგორც შეეფერება ამხანაგურ შეხვედრას - მშვიდობიანი ზავით. შევწყვიტეთ ხუთმატჩიანი წაგებების სერია, რომელიც ლუქსემბურგთან დაგვეწყო. თითქოს, საგინებელი არავინა გვყავს, არც საქებარი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კაკნკავა ის გოლი გაგეტანა და ამ საცოდავების დასაცინი აღარ გავხდებოდით
0
ჩვენნაირები.
სოსო
23:51 13-11-2017
0

სიახლეები პოპულარული