საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებთა მატჩის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა

AutoSharing Option
ამ მატჩის წინ ბელარუსის ნაკრები ერევანში სომხეთის ეროვნულ გუნდთან ექსპერიმენტული შემადგენლობით დამარცხდა (1:4) და მათმა მწვრთნელმა იგორ კრიუშენკომ განაცხადა, რომ მომენტები ვერ გამოიყენეს, თორემ წესით, არ უნდა წაეგოთ, ქართველებთან კი უფრო ოპტიმალურ შემადგენლობას დააყენებდა და თუ კვლავ დამარცხდებოდნენ, ეს ტრაგედია არ იქნებოდა.

საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა წინა შეხვედრისგან განსხვავებული სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, 7 ფეხბურთელი შეცვალა.

ისევე როგორც წინა მატჩმა გორში კვოპროსთან, ამ ამხანაგურმა თამაშმაც არ გამოიწვია დიდი ინტერესი, არენაზე ცოტა მაყურებელი მივიდა.
პირველი ნახევრის 20 წუთი უინტერესოდ წარიმართა,
მერე კი სწრაფი იერიშის შემდეგ ჯიღაურის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, ხოლო 24-ე წუთზე ჩვენი გუნდის დაცვის შეცდომით ისარგებლა სტუმართა გუნდის კაპიტანმა სტასევიჩმა და ანგარიში გახსნა.

გაშვებული გოლის მერე ჩვენი გუნდი გააქტიურდა, სიხარულიძის თავური იგნატოვიჩმა აიღო, 35-ე წუთზე კი მან მაინც მიაღწია მიზანს -1:1.

საქართველო - ბელარუსი 1:1
ქუთაისი. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი.

საქართველო: კვასხვაძე, გეგეჭკორი, ხოჭოლავა, კაშია, შერგელაშვილი, აბურჯანია, გვილია, კანკავა, პაპუნაშვილი, ჯიღაური, სიხარულიძე

ბელარუსი: იგნატოვიჩი, ვოლოდკო, პოლიტევიჩი, გავრილოვიჩი, რიოსი, ბიკოვი, კორზუნი, კარნიცკი, სტასევიჩი, კოვალიოვი, ლაპტევი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული