ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრები კვიპროსს პირველი ტაიმის შემდეგ ამარცხებს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები კვიპროსის ნაკრებს ამხანაგურ მატჩში უპირისპირდება. გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მიმდინარე შეხვედრის პირველი ტაიმი საქართველოს გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

მატჩში მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, სტადიონის გარშემო სიტუაციას რამდენიმე ასეული პოლიციელი აკონტროლებდა. ასევე პოლიციელები იყვნენ ავტობუსებში, რათა საჭიროების შემთხვევაში დახმარებოდნენ.

მატჩმა გორში განსაკუთრებული ინტერესი ვერ გამოიწვია, რადგან 5000-იანი სტადიონი ვერ შეივსო.

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო და პირველივე ხუთ წუთში რამდენიმე მომენტი შექმნა. მატჩის 24-ე წუთზე კვიპროსის მეკარე გიორგალიდისმა ბურთი ცუდად გამოიტანა, რომელიც ჯაბა კანკავამ ჩაჭრა, რის შემდეგაც
ბურთი გიორგი ქვილითაიას მიუვიდა. "რაპიდის" შემტევს გოლის გატანა არ გასჭირვებია.

აღსანიშნავია, რომ ვინსენტ ლაბანი გიორგი პაპუნაშვილს 26-ე წუთზე ეუხეშა, რასაც ფეხბურთელებს შორის მცირე დაპირისპირება მოჰყვა.

საბოლოოდ ჩვენმა ნაკრებმა ტაიმი 1:0 მოიგო.

საქართველოს შემადგენლობა პირველ ტაიმში: გიორგი ლორია, დავით ხოჭოლავა, გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, გიორგი ნავალოვსკი, ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი მერებაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი  ქვილითაია

- ამხანაგური მატჩი. საქართველო-კვიპროსი [LIVE]
ასევე დაგაინტერესებთ