"მჯერა, რომ საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი უკვე იმაზე წინ არის, ვიდრე მაშინ"

AutoSharing Option
უზბეკური "ფახთაქორის" ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში საქართველოს ნაკრების მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრა.

არველაძემ ასევე "ფახთაქორის" ამბებსა და უზბეკურ ჩემპიონატზე ილაპარაკა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- რას იტყვით უზბეკეთის ჩემპიონატზე?
- ძალიან რთულია სათამაშოდ. სხვათა შორის, დიდი აუდიტორიაც ჰყავს. ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, როცა გადიხარ თამაშზე და 14-18 ათასი მაყურებელი გხვდება. რეგიონებში კიდევ უფრო მეტია დასწრება. აქ მთავარი პრობლემაა მოედნები. ფიფას ლიცენზირების კომიტეტი ძალიან გვეხმარება, უშუალოდ - ნოდარ ახალკაცი, რისთვისაც მას დიდ მადლობას გადავუხდი. უზბეკეთში ფეხბურთის ფედერაციაში ახალი ხელმძღვანელობა
მოვიდა. რასაც ვუყურებ, კარგ წამოწყებებს ჩაუყარეს საფუძველი...

- დაბოლოს, ისე როგორ იქნება, შოთა არველაძეს საქართველოს ნაკრებზეც არ ვკითხოთ. ამ დღეებში ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი ერთა ლიგისთვის მზადებას კვიპროსსა და ბელორუსთან ამხანაგური მატჩებით იწყებს...

- ღმერთმა ნუ ქნას, უიმედოდ ვიყოთ! მჯერა, რომ თუნდაც სამწვრთნელო შტაბი უკვე იმაზე წინ არის და იმაზე უკეთ იცნობს ნაკრებს, ვიდრე მაშინ, როცა გუნდი ჩაიბარა. მჯერა იმისიც, რომ ფეხბურთელებმა უკვე ზუსტად იციან, რას ითხოვენ მათგან მწვრთნელები. ეს არის გუნდი, რომელიც ყველას გვაერთიანებს და გუნდი, რომლისგანაც დიდ სიხარულს ველით.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 1 /
კი ბატონო წაგებებით წინ არიან
mesi
11:22 10-11-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული