"პირდაპირ ვიტყვი - ამ ეტაპზე ნამდვილად ვიმსახურებ ნაკრების 25 ფეხბურთელს შორის ყოფნას"

AutoSharing Option
უნგრული "ბალმაზივაროშის" თავდამსხმელმა ბაჩანა არაბულმა გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში მისი საქართველოს ნაკრებში გამოუძახებლობის შესახებ ისაუბრა.

- გამოქვეყნდა სანაკრებო სია ორი უახლოესი სანაკრებო მატჩისთვის. ალბათ, ელოდით ეროვნულ გუნდში გამოძახებას...
- რა თქმა უნდა, ველოდი. აქამდე ვფიქრობდი, რომ ოფიციალური თამაშები იყო და, ალბათ, არ აქვს მწვრთნელს იმის დრო, ახალი ფეხბურთელები გამოსცადოს-მეთქი. ახლა კი ამხანაგური თამაშებია და ისევ არ ვარ გუნდში, რაც ჩემთვის გაუგებარია.

პირდაპირ ვიტყვი - ამ ეტაპზე ნამდვილად ვიმსახურებ ნაკრების 25 ფეხბურთელს შორის ყოფნას. ძალიან მეწყინა, რომ არ ვარ სიაში. არ ვიცი,
ეს რისი ბრალია. ალბათ, არ ინტერესდება სამწვრთნელო შტაბი და არ აქვს ინფორმაცია, რას და როგორ ვაკეთებ. ჩემი ორი-სამი თამაში რომ ენახათ ამ სეზონში, დარწმუნებული ვარ, გამომიძახებდა ვაისი. სულ ლაპარაკობენ - არ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, კლუბებში მუდმივი პრაქტიკა რომ აქვთო...

გული კი დამწყდა, მაგრამ არა უშავს, იმედია, მომავალში ვინმე დაინტერესდება და პატარა ყურადღებას მაინც გამოიჩენენ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 15 /
ბაჩანა არაბული - "პირდაპირ ვიტყვი - ამ ეტაპზე ნამდვილად ვიმსახურებ ნაკრებში გამოძახებას".
ვლადიმერ ვაისი - "პირდაპირ ვიტყვი - ამ ეტაპზე ნამდვილად არ იმსახურებ ნაკრებში გამოძახებას".
კუკუშა
17:45 09-11-2017
0
მართალია. არც ჩხაიძე გამოიძახა, არც გარდაფხაძე, არც კალატოზა. მოკლედ რა, ჩაწყობილია ყველაფერი.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული