ბელორუსის ნაკრების მწვრთნელმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
ბელორუსის ნაკრების მწვრთნელმა იგორ კრიუშენკომ დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც სომხეთსა (9 ნოემბერი) და საქართველოსთან (13 ნოემბერი) ამხანაგური მატჩებისთვის მოემზადებიან.

ჩვენი მომავალი მეტოქე გრანდების კატეგორიას არ განეკუთვნება, მაგრამ რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი ჰყავს.

ამასთან, საქართველოსთან შეხვედრაში ბელრუსებს მნიშვნელოვანი მოთამაშეებიც დააკლდებიან, მათ შორის - ფილიპენკო, შიტოვი, კორნილენკო, კალაჩევი და სხვები. კრიუშენკოს არჩევანი ასეთია:
მეკარეები: ალექსანდრ გუტორი (ჩერნომორეცი), სერგეი იგნატოვიჩი (დინამო მნ), დენის შჩერბიცკი (ბატე);
მცველები: სერგეი პოლიტსევიჩი (გენჩლერი, თურქეთი), მაქსიმ ვალადკო (ბატე), სერგეი მატვეიჩუკი (სოლიგორსკი), იგორ ბურკო (სოლიგორსკი), ალექსანდრ საჩუვკა (დინამო მნ), ალექსეი
გავრილოვიჩი (ბრესტი), ნიკიტა ნაუმოვი (ვიტებსკი);
ნახევარმცველები: სტანისლავ დრაგუნი (ბატე), იგორ სტასევიჩი (ბატე), პაველ ნიჰაიჩიკი (ბრესტი), ივან მაიევსკი (ასტანა), პაველ სავიცკი (ნემანი), ნიკიტა კორზუნი (დინამო კ, უკრაინა), ალექსეი რიოსი (ბატე), არტიომ ბიკოვი (დინამო მნ), ალექსანდრ კარნიცკი (ტოსნო, რუსეთი), იური კოვალიოვი (სოლიგორსკი), ვლადისლავ კლიმოვიჩი (ნემანი);
თავდამსხმელები: დენის ლაპცევი (სოლიგორსკი), ანტონ საროკა (დინამო მნ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული