ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

გურამ კაშია: მიყვარხართ და ვაფასებ თქვენს თანადგომას!

AutoSharing Option
გურამ კაშია ქართველების მხრიდან სოციალურ ქსელებში კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში მოედანზე LGBT-ფერებიან კაპიტნის სამკლავურში გავიდა.

15 ოქტომბერს, ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-8 ტურში ყველა გუნდის კაპიტანს აღნიშნული სამკლავური ეკეთა.

საზოგადოების ნაწილის უარყოფით რეაქციას დაუპირისპირდა საფეხბურთო სამყარო და საქართველოს ნაკრების მცველს მხარი დაუჭირეს: ნაკრების ფეხბურთელებმა, ფედერაციის პრეზიდენტმა და წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა და გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა.

გურამ კაშიამ სოციალურ ქსელში კომენტარი გამოაქვეყნა და მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც თანადგომა გამოუცხადა:
"ძალიან დიდი მადლობა ყველა ადამიანს, მიყვარხართ და ვაფასებ თქვენს თანადგომას!
მე მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის,რომ ჩემი წარმატებით გაგახაროთ. ახლა მხოლოდ მოახლოებულ საკლუბო და სანაკრებო მატჩებზე ვფიქრობ."

- ცნობილი ფეხბურთელები, რომლებსაც LGBთ-ფერებიანი კაპიტნის სამკლავურები ეკეთათ

- ლევან კობიაშვილმა გურამ კაშიას მხარი დაუჭირა
Sportall.Ge
ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ