ვლადიმერ გუცაევი: დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მის მიუ­ხე­და­ვად, პირ­და­პირ უნ­და ვთქვა ჩე­მი აზ­რი

AutoSharing Option
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩე­ვი ციკ­ლი და­ას­რუ­ლა. შე­დე­გი რო­გო­რიც არის, ყვე­ლამ ვი­ცით - ერ­თი გა­მარ­ჯ­ვე­ბაც კი სა­ნატ­რე­ლი დაგ­ვ­რ­ჩა.

ახ­ლა მომ­ხ­და­რის შე­ფა­სე­ბის ჟა­მი დგას და ჩვენც ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ცოცხა­ლი ლე­გენ­დის, ვლა­დი­მერ გუ­ცა­ე­ვის შე­წუ­ხე­ბა მოგ­ვიხ­და. მან ტრა­დი­ცი­უ­ლად მწვა­ვედ ისა­უბ­რა არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის შე­სა­ხებ...

ვერავის შე­ვა­ქებთ...
- თავ­და­პირ­ვე­ლად შე­ვა­ფა­სოთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის ას­პა­რე­ზო­ბა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩევ ციკ­ლ­ში, თუმ­ცა შე­სა­ფა­სე­ბე­ლი, ალ­ბათ, ბევ­რიც არა­ფე­რია - შე­დე­გი თა­ვის­თა­ვად მეტყ­ვე­ლებს ყვე­ლა­ფერ­ზე...
- დღეს ბევ­რი ლა­პა­რა­კობს იმა­ზე, რომ სა­ქ
არ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა მო­რი­გი შე­სარ­ჩე­ვი ციკ­ლი ჩა­აგ­დო.

ეს ფაქ­ტია, მაგ­რამ მარ­ტო ასე ზო­გა­დი ლა­პა­რა­კით არ გა­მო­ვა არა­ფე­რი და ეს არც ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თის უკე­თეს ხვა­ლინ­დელ დღეს არ­გებს. მი­ხედ­ვა უნ­და ქარ­თულ ფეხ­ბურთს, სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ხედ­ვა.

მარ­ტო ნაკ­რე­ბით მსჯე­ლო­ბა, რომ ჩა­აც­ვა ფორ­მა და გა­უშ­ვა თა­მაშ­ზე, არ არის საკ­მა­რი­სი. ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბი სა­თა­ვეს უფ­რო სიღ­რ­მი­დან იღებს. დღეს ისე­თი ვი­თა­რე­ბაა, რომ ვე­რა­ვის შე­ვა­ქებთ.

ნაკ­რე­ბის­თ­ვის ფეხ­ბურ­თე­ლი სად­მე ხომ უნ­და გა­ი­ზარ­დოს? პირ­ველ რიგ­ში, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რას უნ­და მივ­ხე­დოთ. აქამ­დეც უნ­და მიგ­ვე­ხე­და. უნ­და მივ­ხე­დოთ ბავ­შ­ვ­თა ფეხ­ბურთს.

სად თა­მა­შობს დღეს ჩვენ­თან იმ­დე­ნი ბავ­შ­ვი ფეხ­ბურთს, რამ­დე­ნიც თა­მა­შობ­და ად­რე?! ფეხ­ბურ­თი მა­სობ­რი­ვი სპორ­ტია, მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო ად­რე ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­და...

დღეს მძაფ­რად დგას სტა­დი­ო­ნე­ბის პრობ­ლე­მა. ბევ­რი ბავ­შ­ვი მარ­ტო იმი­ტომ ვერ და­დის ფეხ­ბურ­თ­ზე, რომ სახ­ლ­თან ახ­ლოს არ აქვს სტა­დი­ო­ნი და მშო­ბე­ლი ერი­დე­ბა შორ გზა­ზე მის გაშ­ვე­ბას.

არის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ფაქ­ტო­რიც. სტა­დი­ო­ნე­ბი უნ­და გა­კეთ­დეს აუცი­ლებ­ლად, თუ გვინ­და, რომ უკე­თე­სო­ბა იყოს. არ არის აუცი­ლე­ბე­ლი, გი­გან­ტუ­რი სტა­დი­ო­ნე­ბი იყოს, ორი-სა­მი­ა­თა­სი­ა­ნი კომ­პ­ლექ­სე­ბიც საკ­მა­რი­სია და ჰქონ­დეს გარ­შე­მო 5-6 სა­ვარ­ჯი­შო მინ­დო­რი, რო­გორც ეს ევ­რო­პა­შია.

აგერ, რა დღე­შია სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ნაკ­რე­ბი. ეს ხომ ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის მო­მა­ვა­ლია?! ფა­რე­რებ­ზე წა­გე­ბა ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია ყვე­ლას­თ­ვის. მგო­ნი, იქ სულ 15 ბავ­შ­ვი თა­მა­შობს ფეხ­ბურთს, აარ­ჩი­ეს 11 სა­უ­კე­თე­სო და მოგ­ვი­გეს.

ქარ­თულ ფეხ­ბურ­თ­ში ძი­რე­უ­ლი რე­ფორ­მე­ბია გა­სა­ტა­რე­ბე­ლი და სა­ნამ ეს არ მოხ­დე­ბა, რთუ­ლია რა­მე­ზე ლა­პა­რა­კი. მეს­მის, რომ ნაკ­რე­ბი ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ ეს ნაკ­რე­ბი ცალ­კე, ქარ­თუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო მე­ურ­ნე­ო­ბის­გან მოწყ­ვე­ტი­ლად, ხომ ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა?!

არ გვყავს იმ დო­ნის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი...
- და მა­ინც, ცალ­კე უნ­და გკითხოთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­ზე...
- ყვე­ლას მი­მართ დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მის მიუ­ხე­და­ვად, პირ­და­პირ უნ­და ვთქვა ჩე­მი აზ­რი. ჩვენ არ გვყავს იმ დო­ნის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ბო­ლომ­დე და­აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­სა და მოთხოვ­ნებს.

სა­ნაკ­რე­ბო ფეხ­ბურ­თი სულ სხვა დო­ნეა, სხვა მოთხოვ­ნე­ბია, სხვა სიჩ­ქა­რე­ე­ბი... და ამას ყვე­ლა ვხე­დავთ. ასე­ვე ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რა დო­ნის კლუ­ბებ­ში თა­მა­შო­ბენ ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი და ძა­ლი­ან ხში­რად იქ ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბებ­ში მოხ­ვედ­რაც უჭირთ.

ეს ხომ შემ­თხ­ვე­ვით არ ხდე­ბა?! კი­დევ ერ­თხელ ვამ­ბობ - ცალ­კე აღე­ბუ­ლი სა­ნაკ­რე­ბო ფეხ­ბურ­თი ვე­რაფ­რ­ით გან­ვი­თ­ა­რ­დე­ბა. ჯერ თუ­ნ­დ­აც კლ­უ­­ბებს სჭირ­დე­ბათ მი­ხედ­ვა.

რამ­დე­ნი მსხვი­ლი კომ­პა­ნიაა დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში?! რა მოხ­დე­ბა, ისი­ნი მე­ტად რომ ჩავ­რ­თოთ ჩვენს ფეხ­ბურ­თ­ში, კლუ­ბე­ბი რომ ჩა­ი­ბა­რონ ფი­ნან­სუ­რი კუთხით?! დი­დი რე­ფორ­მე­ბია გა­სა­ტა­რე­ბე­ლი. ად­რე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ყვე­ლაფ­რის წყალ­ში გა­დაყ­რა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა? მწვრთნელ­თა სკო­ლა იყო, მსაჯ­თა სკო­ლა იყო... ჩე­მი აზ­რით, ეს დღე­საც ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბა.

...ასე არა­ფე­რი შე­იც­ვ­ლე­ბა
- რას ფიქ­რობთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის მთა­ვარ მწვრთნელ ვლა­დი­მირ ვა­ის­ზე?
- ვლა­დი­მირ ვა­ის­ზე ვერც კარგს ვიტყ­ვი და ვერც ცუდს. სა­ერ­თოდ ვე­რა­ფერს ვერ ვიტყ­ვი, მაგ­რამ ერ­თი რამ ზუს­ტად ვი­ცი - ის, რაც დღეს ხდე­ბა, ვა­ი­სის ბრა­ლი არ არის. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებს ვა­ი­სამ­დე, მგო­ნი, 15 მწვრთნე­ლი ჰყავ­და და ვე­რა­ვინ და­დო ის შე­დე­გი, რო­მე­ლიც გვინ­დო­და.

რა გა­მო­დის? პრობ­ლე­მა მწვრთნელ­ში კი არა, სა­დღაც სხვა­გა­ნაა. და­მი­ჯე­რეთ, ვა­ი­სი წა­ვა, მო­ვა სხვა და არა­ფე­რი შე­იც­ვ­ლე­ბა... ჩვენ ამის გა­მოც­დი­ლე­ბა უკ­ვე გვაქვს, ეს წარ­სულ­მა გვას­წავ­ლა.

ალ­ბათ, რა­ღაც არის შე­საც­ვ­ლე­ლი. ორი მი­ლი­ო­ნი რომ მის­ცე დღეს კლუბს, ხვალ აღარ ექ­ნე­ბა ეს ფუ­ლი. ფუ­ლი უნ­და ჩა­ი­დოს ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა­ში - ეს არის გათ­ვ­ლა ხვა­ლინ­დელ დღე­ზე.

- ნუ­თუ, იმის რე­სურ­სი მა­ინც არ გვაქვს, რომ შე­სარ­ჩევ ციკ­ლ­ში ერ­თი თა­მა­ში მო­ვი­გოთ?
- ფეხ­ბურ­თი ძა­ლი­ან რთუ­ლი რა­მაა. არ არის ისე, რომ მარ­ტო და­ხა­ტო რა­ღაც და­ფა­ზე, გახ­ვი­დე და მო­ი­გო. კი, ყვე­ლა და­ხა­ტავს - შენ აქე­დან ჩა­ა­წო­დე, შენ იქ გა­იხ­სე­ნი, შენ იქ დახ­ვ­დი ბურთს და გა­ი­ტა­ნე... მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს შეს­რუ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. არ არის ეს ისე იოლი, რო­გორც შე­იძ­ლე­ბა ერ­თი შე­ხედ­ვით გა­რე­დან ჩან­დეს.

- ერ­თა ლი­გის გა­თა­მა­შე­ბას რო­გორ უყუ­რებთ?
- თა­ვის დრო­ზე თქვა ფრანც ბე­კენ­ბა­უ­ერ­მა - ევ­რო­პა უნ­და და­ი­ყო­სო და ეს ამ გზა­ზე პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯია. გვინ­და თუ არა, უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ ამ­გ­ვა­რი და­ყო­ფა თუნ­დაც დი­დი გუნ­დე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ა­ნაც მი­სა­ღე­ბია.

მა­გა­ლი­თად, ინ­გ­ლი­სის ნაკ­რებ­მა რამ­ხე­ლა მან­ძი­ლი უნ­და გა­ი­ა­როს, ყა­ზა­ხეთ­ში რომ ჩა­ვი­დეს? თა­ვად ვი­ყა­ვი ფეხ­ბურ­თე­ლი და გეტყ­ვით, რომ ძა­ლი­ან ძნე­ლია. მით უმე­ტეს, ურ­თულ­დე­ბა საქ­მე მწვრთნელს ფეხ­ბურ­თე­ლის მო­ტი­ვა­ცი­ის კუთხით... მაგ­რამ, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს ჩვე­ნი შან­სია.

- თქვე­ნი აზ­რით, რე­ა­ლუ­რად რა რე­სურ­სი გვაქვს დღეს?
- თუ იქ­ნე­ბა სწო­რი მიდ­გო­მა, თუნ­დაც ამ ახალ სქე­მა­ში, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია, კარ­გი გუნ­დი გვყავ­დეს. ვი­ჭი­და­ოთ თუნ­დაც ყო­ფი­ლი საბ­ჭო­ე­თის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან.

ფაქ­ტე­ბი ყვე­ლა­ფერ­ზე მეტყ­ველ­ებს...
- სულ მინ­დო­და, ეს შე­კითხ­ვა ჩვე­ნი "ოქ­როს თა­ო­ბის" რო­მე­ლი­მე წარ­მო­მად­გენ­ლის­თ­ვის და­მეს­ვა და ახ­ლა ამ შანსს ხე­ლი­დან ვერ გა­ვუშ­ვებ. წა­მით და­ვუშ­ვათ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო თქვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლო­ბი­სას. შეძ­ლებ­დით ევ­რო­პის ან მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვ­ლას?
- მი­მაჩ­ნია, რომ ჩვე­ნი თა­ო­ბა არის და­ჩაგ­რუ­ლი თა­ო­ბა. ამა­ზე ცო­ტა ქვე­მოთ ვიტყ­ვი, ჯერ კითხ­ვას ვუ­პა­სუ­ხებ. მა­შინ­დელ­მა "დი­ნა­მომ" მო­უ­გო იმ "ლი­ვერ­პულს", რო­მელ­შიც თა­მა­შობ­და ინ­გ­ლი­სის ნაკ­რე­ბის 7 ფეხ­ბურ­თე­ლი. და­ვა­მა­ტოთ ამას კე­ი­სი, დალ­გ­ლი­ში და სა­უ­ნე­სი.

ჩვენ მო­ვუ­გეთ "ინ­ტერს", თა­ნაბ­რად ვე­თა­მა­შე­ბო­დით "რე­ალს" და ან­გა­რი­შიც მიგ­ვ­ყავ­და "ბა­ი­ერ­ნ­თან" შეხ­ვედ­რა­ში. ეს ის შემ­თხ­ვე­ვაა, რო­ცა ფაქ­ტე­ბი თა­ვად მეტყ­ვე­ლე­ბს ყვე­ლა­ფერ­ზე...

მაგ­რამ დღეს ჩვე­ნი თა­ო­ბა გა­რი­ყუ­ლია. იმ თა­ო­ბი­დან არა­ვინ მუ­შა­ობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­ში. სა­შა ჩი­ვა­ძე იყო ახალ­გაზ­რ­დუ­ლის მწვრთნე­ლი. ახ­ლა აღარ არის. ჩი­ვა­ძე­ში ხომ არ ყო­ფი­ლა პრობ­ლე­მა? რა, უკე­თე­სი შე­დე­გი გვაქვს ახ­ლა? 19-წლამ­დელ­თა ნაკ­რებ­ში ვმუ­შა­ობ­დი. თა­მა­ში რა­ტომ წა­ა­გეო. ბავ­შ­ვე­ბი ხან წა­ა­გე­ბენ, ხან მო­ი­გე­ბენ. მთა­ვა­რია, დიდ ნაკ­რებ­ში მი­ვიდ­ნენ მზად.

სა­ერ­თოდ, ქარ­თულ ფეხ­ბურ­თ­ში უნ­და მორ­ჩეს ხე­ლოვ­ნუ­რო­ბა. დღეს ბევ­რია ისე­თი მწვრთნე­ლი, სა­ერ­თოდ რომ არ უთა­მა­შია ფეხ­ბურ­თი, ან და­ბალ დო­ნე­ზე უთა­მა­შია. რა­ღაც ხომ უნ­და უთხ­რას ბავ­შ­ვ­მა მშო­ბელს, ჩემს მწვრთნელს აი, ამ დო­ნე­ზე აქვს ნა­თა­მა­შე­ბიო?!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 55 /
ვეთანხმები ბატონ ვოვას ყველაფერში ბავშთა ფეხბურთი საერთოდ მკვდარია არის ტრენერი ასეთი გია მაისურაძე მან აიყვანა ბავშვები სინათლის სტადიონზე ავარჯიშებდა უანგაროდ მართლაც რომ ბავშვებს ფეხბურთის თამაში ანი ბანიდან დააწყებინა შეაყვარა ბავშვებს ფეხბურთი სალებში დადიოდა და ამოწმებდა ბავშვებს რას ჭამდა როდის იძინებდა ზაფხულში მინდორზე ზამთარში დახურულ დარბაზში ცურვაზე აკროპატიკაზე ზაფხულში ბაზალეთის ტბაზე ცხვარიჭამიაში დაჰყავდა საფრანგეთიდან მიიღო მოწვევა ის და ბატონი ავთო ჭკუასელის გუნდი საფრანგეთში წაიყვანა უანგაროდ ბავშვებმა შეიყვარეს ფეხბურთი დაესწრო გააკეთა გია მაისურაძე,,მაისამ,,ასე ვეძახდით ეს ფეხბურთელებია გია ლომაია კვარაცხელია მიშა ხუციშვილი გოგიჩაიშვილი შაიშმელაშვილი ბარამიძე ბაჯელიძე და კიდევ ბევრი დღეს ,მაისს, ხილიანზე მოღვაწეობს და არავინ ხელს არ უწყობს რომ კიდევ აღზარდოს ბავშვები არის კიდევ ტრენერი გია დევდარიანი ,ცქიფო, მასაც დიდი წვლილი მიუძღვის ბავშვთა ფეხბურთში მისი აღზდილია მამუჩიკო კობახიძე ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი მწვრთნელები კობიაშვილს არ სცალია სად გაგიგიათ ფეხბურთის პრეზიდენტი და პარლამენტის წევრი ყვარელაშვილი კალაძეს საერთოდ არ აინტერესებს სტადიონი დაუნგრიეს ხმა არ ამოიღეს ესენი მარტო ფიქრობენ ფულზე
გურამი
02 ნოემბერი 2017 03:26
0
რაც მახსოვს სულ გაიზახიან ბავშვთა ფეხბურთია მისახედიო........მაგრამ თბილისის გარდა არცერთ რეგიონში არ არის ნორმალური სკოლა და რაც მთავარია მწვრთნელი......რომელიც ბავშვს ნორმალურად აუხსნის......ჩები ვაჟი დადის ფეხბურთში და ვხედავ რომ ტყუილად ვაკარგვინებ დროს რაც სხვასფეროს ათვისებაში გამოდგებოდა და ფინანსებსაც ტყუილად ვკარგავ, მაგალითად მე და ბევრი სხვა მშობელიც იტყვის ამას მზად ვარ თვეში 100 ლარი გადავიხადო(ქუთაისის პირობებისათვის საკმაოდ კარი თანხაა თბილისში მაქსიმუმ 150 ლარია) და ყველანაირად უზრუნველყოფი რომ იყოს როგორც სპორტცმენის განვითარება (აუზი,ფიტნესი და სხვა მრავლი).......ყველა მწვრთნელი მეუბნება რომ მასეთს აქ ვერ ნახავო.........ერთი გზა რჩება რომ იძულებული ხარ თბილისში გადაიყვანო ....... კიდევაც ჩანს თბილისის სკოლებიდა მოდის ძირითადად ასაკობრივ ნაკრებებში ბავშვები........ ესეც თქვენი ბავშთა ფეხბურთის განვითარების პროგრამ......
ქუთაისელი
27 ოქტომბერი 2017 10:52
2
ჩემი პატივისცემა და სიყვარული მინდა გამოვხატო ვოვა გუცაევის მიმართ. რაც შეეხება ქართული ფეხბურთის დღევანდელ მდგომარეობას, მგონი აქ გვაქვს საქმე სისტემურ პრობლემებთან, რომელთა გადაწყვეტა მიუხედავად გაზრდილი დაფინანსებისა, არ ხდება. ელემენტარულად, ნიჭიერი ბავშვი ვერ გააგრძელებს ფეხბურთის თამაშს, თუ მის მშობლებს სათანადო თანხები არ აქვთ! აი აქ კვდება ფეხბურთი პირველად, შემდეგაც ხდება სხვა დონის ნეგატივები. მე მოვიწვევდი საფეხბურთო მეურნეობის კარგად მცოდნე უცხოელ სპეციალისტების გუნდს, რომლებიც ჩაატარებდნენ საქართველოს ფეხბურთის სწორ მენეჯმენტს გრძელვადიანი პერსპექტივით. აქ მახსენდება საქართველოს საფეხბურთო ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელის საქციელი, რომელმაც პარალელურად პარლამენტის დეპუტატობა მოინდომა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც კომენტარი მართლაც ზედმეტია!
444444
26 ოქტომბერი 2017 12:50
0
რატომ არის რომ მოზარდების ფკ გაგრას არააქვს თავისი სავარჯიშო ბაზა
kalaTburTi
25 ოქტომბერი 2017 02:08
0
გუცაევი ;ცივაზე ხინცაგასვილი სულაქველიზე გაბელია კოსტავა სად არიან ეს ბაჯაგლოს ოქროს ტაობა მატ ნახეს დიდი პეხბურტი მატ პეხქვეს ზანზარებდა მტელი ევროპა
მატ დაამხვეს ინგლისი საპრანგეტი გერმანია და დოდი საპეხბუტტო ქვეყნები და ტვიტონ გახდენ დიდები რატომ ვერ ვხედავტ მატ ქარტულ პეხბუტტსი გამოპხიზლდი კობი მოზიე ეს ხალხი ესენი არიან პროპესიონალები ვინ არიან დგეს კლუბების მწრტვნელები მმე ქალი ვარ და არ ვარპეხბურტის სპეციალისტი მაგრამ ვხედავ არასწორ მიდგომას მიყვარს პეხბურტი მიუხედავად წარუმატებლობისა ესენი ცემი საქარტველოს სვილები არიან გტხოვტ პედერაციას მოზიეტ დინამოს ის ტაობა რომლებმაც გვაცუქეს 13 მაისი დაასაქმეტ საქარტველოსი გაიზიარეტ მატი აზრი მატ სექმნეს ეპოქა საპეხბურტო საქარტველოსი და ეხლა სად არიან ეს ცოცხალი ლეგენდები ასევე გტხოვტ რას სეიზლება ბევრი სავარჯისო მინდორი ასენეტ რომ ბავსსორს წასვლა არ დასწირდეს უწირს ხალხს გახადეტ პეხბურტი უპასო და ნახავტ რამდენი ბავსვი დაიწყებს ვარჯის და სეზლება მწრტვნელს აარციოს საუკეტესო მწრტნელს გადაუხადერ ტანხა რომ პატიოსნატ იმუსაოს და იმ ტანხიტ სეზლოას ოჯახის სენახვა რატომ გწირდებატ ასეტი რამის სწავლება
ledi
24 ოქტომბერი 2017 12:37
0
საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი 680მილიონია.ფედერაციას 300მილიონი ჩაურიცხეს და შედეგი თავად ნახეთ.წარუმატებლობა სანაკრებო დონეზე,წარუმატებლობა საკლუბო დონეზე(მეთევზეები გვიგებენ უკვე),მითხარით საჭიროა ასეთი უპერსპექტივო სახეობის დაფინანსება?ხომ არ ჯობია ეს თანხები რაგბის განვითარებას მოხმარდეს?!
888
24 ოქტომბერი 2017 10:15
1
ზუსტად გხსომებია. მარცხენა ფრთაზე ვოვამ მცველს აართვა ბურთი, ისიც მოატყუა და დაზღვევაზე მყოფი სხვა დამცველიც და თითქმის კუთხურის ალმიდან მარცხენა ფეხით (!) მოჭრილი ბურთი ჩაახვია "ტორპედოს" კარში!!!!
ilias gulSematkivarisagan
23 ოქტომბერი 2017 16:41
0
ვაი სი მეგრულად არის ვაი შენ,სწორედ ასეა ჩვენი საქმე.რაც შეეხება ვოვას.მიეცით ადამიანს საქმის კეთების საშუალება და მერე შეაფასეთ.გაგიმარჯოს,იცოცხლე საყვარელო ადამიანო.
გიო
23 ოქტომბერი 2017 15:27
0
ჩვენს დროს უბანში ერთი ბეტონის საფარიანი მოედანი გვქონდა და ბავშვების რიგი იდგა, ახლა მშვენიერი ხელოვნურსაფარიანი მოედანი გვაქვს და არა მარტო ჩვენ ,ბავშვები კი სათოფედ არ ეკარებიან, უზიან სახლში კომპიუტერებს და თამაშობენ ნერვების წყვეტაზე.
დათო
23 ოქტომბერი 2017 12:30
0
მტავარი პრობლემა ის არის რომ ბავშვებმა მიატოვეს ეზოში თამაში. მთელი დრე უზიან კომპიუტერს და თამაშობენ ვირტუალურ ფეხბურთს (ყველანაირი გასართობი აზარტულების ჩათვლით კომპიუტერში და ტელეფონშია და ხელმისაწვდომია ბავშვებისთვის). სოფელშიც არის ჩემს სახლთან მოედნები, თბილისშიც არის ხელოვნურსაფარიანი მოედნებიც, მაგრამ ადრე სულ სავსე იყო ბავშვებით და თამაშობდნენ ფეხბურთს, კარგა წლებია ჭაჭანება არ არის, მშობლები ჩვილ ბავშვებს თუ გაასეირნებენ ხოლმე. თუ ბავშვები არ მოვწყვიტეთ კომპიუტერებს და ტელეფონებს უფროდაუფრო დამძიმდება მდგომარეობა.იმ დიდ თაობას რომელსაც შევნატრით, რა უკეთესი პირობები ჰქონდა? ასფალტის საფარზე ისწავლეს თამაში.
ვალიკო ცირამუა
23 ოქტომბერი 2017 12:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული