საბა კვირკველია: რუსეთის ნაკრები? თავიდანვე მესმოდა, რომ საქართველოს ნაკრებში უნდა მეთამაშა

AutoSharing Option
რუსულმა გამოცემამ "სპორტ ექსპრესმა" მოსკოვის "ლოკომოტივისა" და "შერიფის" ევროპა ლიგის მატჩამდე რუსული გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან საბა კვირკველიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

- უკვე გადახარშეთ "უფასთან" მარცხი?
- ეს ფეხბურთია და აქ ყველაფერი ხდება. დამეთანხმებით, ყოველთვის მოგება საინტერესო არ იქნება. რა თქმა უნდა მატჩის შემდეგ მომხდარზე ვიფიქრე, მაგრამ უკვე რამდენიმე დღე გავიდა და მე როგორც პროფესიონალი უნდა გადავერთო, რადგან ევროპა ლიგაში "შერფითან" მატჩის გველის.

- რა იცით მოლდოვური გუნდის შესახებ?

- ახლო მომავალში გავარჩევთ მეტოქეს. ახლა არაფერი ვიცი.

- უფაში იგბუნთან იკამათეთ. მისმა
სიმულაციამ აღაშფოთათ?

- არაუშავს. ემოციებს ცოტა თავისუფლება მივეცი. უბრალოდ მასპინძელთა ფეხბურთელს პენალტის გამორჩენა უნდოდა. ვუთხარი, რომ არ მოეგონა, რადგან დარღვევა არ იყო. მორჩა ინციდენტი ამოწურულია.

- რომელი სქემა არის თვქენთვის უფრო მისაღები - ორი თუ სამი ცენტრალური მცველით?
- ჩემთვის სულ ერთია. როგორც მწვრთნელი იტყვის, ისე ვითამაშებ. ბოლომდებ ვენდობი იური პალიჩის არჩევანს.

- რუსეთში ასეთი ამპლუის ფეხბურთელის დიდი პრობლემაა. თქვენ კი ფაბიო კაპელოს დროს რუსეთის ნაკრებში გამოსვლას გთავაზობდნენ...
- დიახ, არ დავმალავ ასეთი რამ იყო.

- ვერ შეთანხმდით?
- თავიდანვე მესმოდა, რომ საქართველოს ნაკრებში უნდა მეთამაშა. მე ხომ იქ დავიბადე, ამიტომ ვალდებული ვარ ამ გუნდის ფერები დავიცვა. ამასთან დაკავშირებით ეჭვები არ მქონია.

- ვინ არის ამ წუთისთვის რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ცენტრალური მცველი?
- ჩემი მეგობარი გიორგი ჯიქია.

Sportall.Ge

- სუბიექტური არჩევანია
- კიდევ ჩემს თანაგუნდელს ჩორლუკას დავასახელებ. მართალია, მას ტრავმა აქვს, მაგრამ როცა გამოჯანმრთელდება "ლოკომოტივს" ძალიან დაეხმარება. ამაში ეჭვი არ მეპარება.

- მართალია, რომ ზაფხულში თქვენით ინგლისური კლუბები ინტერესედებოდნენ?
- არ ვიცი, ჭორები დადიოდა, მაგრამ კონრეტულად ინგლისიდან არავინ შემხმიანებია.

- ლეგიონის ანონსი: სანატრელი ევროპა ლიგა
მკითხველის კომენტარები / 3 /
გიორგი-ს. ჯიქია ჯიგარ სადაურია და რუსეთიდანაა. იქ დაიბადა, იქ გაიზარდა და იქ ჩამოყალიბდა ფეხბურთელად. თუ არ ვცდები მამამისიც მოსკოვშია დაბადებული. მოკლედ იქაურია რა!!!! კვირკველია კი სამტრედიელი ჯეელია.
sandro
15:28 19-10-2017
0
ასწავლე მერე მაგ შენს მეგობარს, რომ სადაურიცაა იქ უნდა ითამაშოს ;)
გიორგი
14:32 19-10-2017
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული