საქართველოს ნაკრები გორში კვიპროსის და ქუთაისში ბელორუსის ნაკრებს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ, ნოემბერში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, 10 ნოემბერს საქართველოს ნაკრები კვიპროსს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.

მეორე შეხვედრა 13 ნოემბერს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შედგება. ქართველი ფეხბურთელები ამხანაგურ შეხვედრაში ბელორუსის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებაში 2018 წლის სექტემბრიდან ჩაერთვება.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 17 /
(გივის) რა არ მოგეწონა ვაისის, ტაბლოს გარდა? იტყვით ტაბლოა მთავარიო,მაშინ მე გეტყვით,რომ ამ წლების განმავლობაში ტაბლო რომელი მწვრთნელის დროს მოგწონდათ?! ფაქტია რომ ცუდ დღეშია ქართული ფეხბურთი,მაგრამ 2წელში ერთხელ მწვრთნელის ცვლაც არ ვარგა! ეგ შეიძლება საკლუბო ფეხბურთში ცვალო ასეთი ინტესივობით მწვრთნელი. მე თუ მკითხავთ,მწვრთნელის კიარა და დიდწილად ფეხბურთელების ბრალია ის შედეგი,რაც მივიღეთ ამ შესარჩევში.
jemali
16:22 16-10-2017
5
გორში და ქუთაისსი კი არა,წაით ბიძიებო-ზოგი ყანაში,ზოგი ვენახში მარაა არც იქ ივარგებთ ისე ჩანს
აწი
17:36 16-10-2017
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული