ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ერთა ლიგა დაკომპლექტდა: საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ევროპული ზონის შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ უეფას ერთა ლიგის პირველი გათამაშება დაკომპლექტდა. ტურნირის მონაწილე ევროპის 55 ნაკრები ოთხ: A, B, C და D ლიგებში განაწილდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრები, უეფას რეიტინგის გათვალისწინებით, D ლიგაში მოხვდა, რომლის მონაწილეები ასევე არიან: აზერბაიჯანი, მაკედონია, ბელორუსი, სომხეთი, ლატვია, ფარერები, ლუქსემბურგი, ყაზახეთი, მოლდოვა, ლიხტენშტეინი, მალტა, ანდორა, კოსოვო, სან მარინო, გიბრალტარი.

D ლიგის გუნდები 4 ჯგუფში გადანაწილდებიან. ჯგუფის გამარჯვებულები შემდეგ გათამაშებაში C ლიგაში აღზევდებიან.

ლიგის ოთხი საუკეთესო ნაკრები, რომლებიც ევრო 2020-ზე
ვერ მოხვდებიან, 2020 წლის მარტში პლეი-ოფის სისტემით ევროპის ჩემპიონატის საგზურს გაითამაშებს.

ჯგუფური ეტაპის წილისყრა 2018 წლის 24 იანვარს, ლოზანაში გაიმართება.

I ტური: 6-8 სექტემბერი 2018
II ტური: 9-11 სექტემბერი 2018
III ტური: 11-13 ოქტომბერი 2018
IV ტური: 14-16 ოქტომბერი 2018
V ტური: 15-17 ნოემბერი 2018
VI ტური: 18-20 ნოემბერი 2018.