ვლადიმირ ვაისი: თუ გოლი არ გაიტანე, თამაშს ვერ მოიგებ

AutoSharing Option
სერბეთთან დასრულებული მატჩის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

9 ოქტომბერს გამართულ, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩში სერბეთის ნაკრებმა ბელგრადში საქართველოს ეროვნულ გუნდს მინიმალური ანგარიშით სძლია - 1:0.

- სერბეთი-საქართველო 1:0 - კარგად ვითამაშეთ... სერბების ნერვებზე [VIDEO]
- სლავოლიუბ მუსლინი: საქართველომ უკეთ ითამაშა, ვიდრე ჩვენ

- ვულოცავ მოწინააღმდეგეს წარმატებას. სერბეთი ჯგუფში საუკეთესო გუნდი იყო. ჩვენი გუნდი დღეს ფანტასტიკური გახლდათ, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტი ხარისხი გვჭირდება. ასეთ სიტუაციაში თამაში ადვილი არაა. გოლის
გარეშე ვერ მოიგებ. მჯერა, ვითარებას გამოვსწორებთ.

- რას ელოდით სერბეთის ნაკრებისგან?

- სერბეთი შესანიშნავი გუნდია. მას ჰყავს ევროპული მასშტაბით გამორჩეული ფეხბურთელები - მატიჩი, ტადიჩი, კოლაროვი... ამ ფეხბურთელებისათვის შეიძლება ბოლო შანსი იყოს მომავალი მუნდიალი. კარგად ვითამაშეთ ნახევარდაცვაში, თუმცა გოლი კონტრშეტევაზე გავუშვით.

მადლობა ჩვენს მეკარეს, მან ფანტასტიკურად ითამაშა. გუნდს მხოლოდ მადლობა შემიძლია ვუთხრა. ჩვენ კარგი ნაბიჯი გადავდგით წინ. ესაა ძალიან ახალგაზრდული გუნდი. ვფიქრობ, მას კარგი მომავალი ექნება.

- საქართველოს ნაკრების მომავალზე რას იტყვით და თქვენს როლზე ამ მომავალში?

- ან ჰოს ვიტყვი და დავრჩები, ან არას. შევხვდები ფედერაციის ხელმძღვანელობას. მე ძალიან კარგი გუნდის მწვრთნელი ვარ, ისინი ყველა ეპიზოდში ბოლომდე იხარჯებიან.

ჩემთვის აუხსნელია, ჯაბა კანკავა როგორ მოემზადა ასეთ მაღალ დონეზე ინდივიდუალურად. ჩემთვის დაუჯერებელია, რომ ასეთი ფეხბურთელი დღეს უგუნდოდაა.

- რას იტყვით აბურჯანიას, ხოჭოლავასა და ჯიღაურის შესახებ?
- ყველა ფეხბურთელი, ვინც დღეს ითამაშა, არის ჩვენი ფეხბურთის მომავალი. არ იყო ამ მოთამაშეებისათვის იოლი დღეს სასტარტოში მოხვედრა. ყველამ კარგად გაართვა თავი ამოცანას.

- იყო თუ არა ეს თქვენი გუნდის საუკეთესო თამაში და რატომ თამაშობს საქართველო უკეთესად გასვლაზე, ვიდრე შინ?
- თუ სერბეთთან საშინაო მატჩს გავიხსენებთ, იქ კარგად დავიწყეთ და ანგარიში გავხსენით. სულ გვაკლია წამყვანი მოთამაშეები და დღესაც ასე იყო. ანანიძე, ოქრიაშვილი და მჭედლიძე არ გვყავდა - ეს ძალიან დიდი ძალაა.
მკითხველის კომენტარები / 43 /
მონდომება არ აკლიათ უბრალოდ მეტი არ შეუძლიათ, მე უფრო მეცოდებიან, როგორც ასწავლეს ისე თამაშობენ, არადა ახალგაზრდები კიდევ უფრო უარესები არიან. მოკლედ ცუდად არის საქმე, თუ ჩვენმა გუნდმა მაგ. დინამომ რომელიც ძირითადად ნაკრებით იქნება დაკომპლექტებული არ მიიღო სხვა ქვეყნის პირველობაში მონაწილეობა მაგ. უკრაინის ან სხვა ქვეყნის (რუსეთს არ ვგულისხმობ არ დამეტაკოთ) მთლიანად ჩამოიშლება ქართული ფეხბურთი ერთ ორ წელიწადში
zmo
10 ოქტომბერი 2017 12:36
0
ვაისი არ უნდა იყოს ნაკრების მწვრთნელი ცხადია
ლაშა
10 ოქტომბერი 2017 11:00
17
ვაისი თუ დარჩება...უნდა იცხოვროს საქათველოში როგორც რაგბის მთავარი მრწთვნელი ბატ. ჰეიგი,შეიქმნას საბჭო სდაც დასწრება იქნება თავისუფალი და თვეში ეთხელ. პირველი წყაროდან ანუ ფეხბურთის ქომგებისგან მოისმენს ყველა მოსაზრებას,
ფეხბურთი ბიზნესია დაფუძნებული პატრიოტიზმზე,ფული არარი საკმარისი საკართველოში მაგრამ არის ნიჭი რაც საქართველოში ბევრია ....ორგანიზება
LEONARDO
10 ოქტომბერი 2017 20:21
0
ar dablokot.aq memgoni specialurad uzit vaisas wasvlas vinc itxov,im komentarebistvis wun mdeblebi.erti mizezi damisaxelet ratom unda darches vaisi da iqneb mec tqvens azzrze davdge.chemiazrit ki unda wavides da ai ratom:arcerti mogebuli tamashi,araswori shecvlebi,araswori taqtika,arasworsd gamozaxebuli pexburtelebi,amyvelapris mizezi ki aris misi mxilod tamashebis win wamosvla,.)
euhh
10 ოქტომბერი 2017 13:37
1
unda wavides abara,ro gadavxedot shemadgenlobas rafexburtelebi da raklubebahi motamashebi fexburtelebi gvyavda da serbebs belgradshi ro ver damarcxeb ramwvrtnelia?
romandro
10 ოქტომბერი 2017 11:19
4
არ მისცეთ ამხელა ხელფასი ფეხბურთელებს.... იყიდიან მანქანებს, გაიცნობენ გოგოებს მერე სვამენ თავში უვარდებათ და კი ვხედავთ რაც ხდება...
KING
10 ოქტომბერი 2017 10:41
4
სად ნახეთ ქართველნო პროგრესი,ეს ხომ რეგრესია როცა ერთ თამაშს ვერ მოიგებ,რატომ დავჩაჩანიკდით ესე რომ სიმართლეს ვერ ვამბობთ და ფედერაციას კარისკენ რატომ არ ვუშებთ,და პასუხს როდის მოვტხოვთ,მათ ხომ მიზანი ვერ შეასრულეს და მხოლოდ დიდ ხელფასებს იღებენ,ვაისის დანიშვნით მათ ფეხბურთი დაასამარეს.
სამშობლოს და ენის დამფასებელი
10 ოქტომბერი 2017 14:37
1
-ვინც ნაკრებს აქებს და ვაისს(ე.წ. ფეხფედერაციას) კოჭს უგორებს ფეხბურთის ანა-ბანა არ იცის. გოლის გატანას გამართული ტაქტიკა და შემსრულებლები ჭირდება.
z.
10 ოქტომბერი 2017 14:30
1
თან რა მაგარი სიბრძნე გადმოაფრქვია , თუ ვერ გაირტან ვერ მოიგებ და დააკვირდით , სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები ( კონტრაქტს რომ უდებდნენ მაშინ, თითქოს მაშინ არ იცოდა )
კახაბერი
10 ოქტომბერი 2017 20:48
0
რაც ვაისი მოვიდა დაეტყო გუნდს იმხრივ რო დისციპლინა ისცავლეს კონტროლი ბურტის და უმისამართოდ არ იგერიებენ, და ჩვენი ერტადერთი დიდი მინუსი ისაა რომ ვერ დზლებენ ფეხბურტელები 90 წუტს, და კიდე ვაისის მინუსი დზაან აგვიანებს ცვლილებებს, მაგალითად ჭანტურია ერთ 20 წუთს ითამაშებს დზან კარგად უნა შეეყვანა 65 წუტიდან და უპრო კარგი იქნებოდა შეტევა, სადაც ოქრი ჯანო არარიან მანდ ახლა ჭანტურია უნა იყოს სასტარტო არა მაგრამ შეცვლაზე მაინც უნა გამოეყვანა
achi
10 ოქტომბერი 2017 10:39
1
ცხადაძე ერთს მაინც მოიგებდა. ეხლა კონტრაქტი გავუხანგრძლივოთო ათ თამაშში ერთი ვერ მოიგობდა კონტრაქტს უხანგრძლივებენ ეგეთი მხოლოდ საქართველოში ხდება. ჭანტურია სკამზე დასვა ვინც რაღაცას წვალობს და ტექნიკა აქვს და გამოიყვანა საუკუნის უთამაშებლები ქვილითაიას ბოლოს სიარულიც აღარ შეეძლ ისე დაიღალა
ტოტი
10 ოქტომბერი 2017 10:33
7
ჭანტურიას ნაკრებში კი არა უბანშიც არ ვათამაშებდი ისეთი ცუდი ფეხბურთელია, დისციბლინა და გუნდურობის თემიდან ძალიან შორს არის...
givi
10 ოქტომბერი 2017 14:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული