ოცნებები ეროვნულ ნაკრებზე: 3 თავისუფალი მწვრთნელი ევროპაში

AutoSharing Option
გულშემატკივრებში კვლავ აქტუალურია, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვლადიმერ ვაისის ნაკრებში ყოფნის საკითხი. ქომაგებს შორის არაერთგვაროვანი მოსაზრებებია და ფედერაცია საბოლოო გადაწყვეტილებას, სერბეთის ნაკრებთან მატჩის შემდეგ მიიღებს.

ევროპაში ძალიან ბევრი თავისუფალი მწვრთნელი მოიძებნება, რომელიც შეიძლება საქართველოს ნაკრებში ვერ დანიშნონ, მაგრამ ოცნებას ვერავინ ვერ დაგვიშლის.

გთავაზობთ 3 თავისუფალ მწვრთნელს, რომლებსაც კარიერის გაგრძლება საქართველოს ნაკრებში არც კი უფიქრიათ.

3. ლუი ვან გაალი
Sportall.Ge
შოთა დაკავებულია, მაგრამ ლუი თავისუფალია და 66 წლის მენეჯერი ახალ სამუშაოს ეძებს. თავის მომავალს ჰოლანდიელი ყოველთვის ისეთ გუნდს უკაშირებს, რომელსაც ვარსკვლავებისა და
ახალგაზრდა ფეხბურთელების შეთავსებით ააშენებს.

ვან გაალს ჰოლანდიის ნაკრების გარდა, სხვა ნაკრები არასდროს გაუწვრთნია. მაგრამ, რომ წარმოვიდგინოთ თუ როგორ გაახალგაზრდავებს საქართველოს ნაკრებს და აღზრდის ჩვენს ფეხბურთელებს, ოცნებად ნამდვილად ღირს და რეალობა ძალიან შორსაა.

2. ტომას ტუხელი
Sportall.Ge
44 წლის მწვრთნელისა და "დორტმუნდის" გზები გაიყარა. ბევრი ვარაუდობდა, რომ მას "ბაიერნის" მწვრთნელად ვიხილავდით, მაგრამ მიუნხენელებმა არჩევანი ჰაიკენსზე შეაჩერეს.

გერმანელ მწვრთნელს მხოლოდ ერთი ტიტული აქვს მოპოვებული, წინა სეზონში გერმანიის თასი მოიგო. საქართველოს ნაკრებში ალბათ დაცვით ფეხბურთს აირჩევდა და უფრო მეტად დაეყრდნობოდა ინდივიდუალისტ ფეხბურთელებს.

1. კარლო ანჩელოტი
Sportall.Ge
ამ შემთხვევაში ოცნებაც ვეღარ გვიშველის და შეგვიძლია მაღალ ხმაზე ოზი ოსბორნის "Dreamer"-ს მოვუსმინოთ. ეროვნულ ნაკრებზე ბოლო პერიოდის ჩვენი იმედები, ხომ ოცნებებზეა დამოკიდებული და ჩვენგან ცვლილებები ყოველთვის შორსაა.

რას შეცვლიდა კარლო ჩვენთან? შეიძლება ყველაფერიც შეეცვალა და შეიძლება ვერაფერიც. ანჩელოტი, რომ საფეხბურთო გენიოსია ამაზე მისი ტიტულებიც მეტყველებს და ნამდვილად არ გარისკავდა, ჩვენს ნაკრებში მუშაობას. რომც გარისკოს, ალბათ ფინანსურად ვერ დავაკმაყოფილებთ მის მოთხოვნებს და საერთოდ მას ისევ იტალიის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება სურს.
მკითხველის კომენტარები / 37 /
უცხოეთიდან ჭკვიანი კაცი არ ჩამოვა.ჟულიკები რამდენიც გინდათ.ქართველ მწვრთნელს ექნება შედეგი თუკი მთავრობა და ფედერაცია ხელს არ შეუშლის.მან არუნდა დამალოს არაფერი.ხალხიც გვერდით დაუდგება.ხალხს ბევრი შეუძლია.მაინც ცხადაძე ყველაზე კარგი ვარიანტია.ვაისზე ბევრათ უკეთესი გუნდი ეყოლება.მწვრთნელი რომელიც ყველა თამაშის წინ იტყვის მოვიგებთო და ვერცეთს ვერ მოიგებს ის მწვრთნელი არა.ან ეკაიფება უამრავ ხალხს.
iko
08 ოქტომბერი 2017 18:13
3
ბიჭო, ან დააბრუნეთ ცხადაძე ან დანიშნეთ ძოძუაშვილი! რაის არველაძე ... არველაძეებს უბნის გუნდით უგებდა ძოძუაშვილი.
გივი
09 ოქტომბერი 2017 04:33
5
Cxadadzr daabrunon da naxet tu evropaze ar gagvikvanos. Da ikac ar sheircxvens tavs.
Kaxa qartveli.
08 ოქტომბერი 2017 21:27
3
კარგით რა რა დევდარიანი ?რატო ხუმრობთ ასე ცუდათ
Casila
09 ოქტომბერი 2017 02:29
1
იმედია ბატონმა გივიმ იხუმრა ძოძუაშვილზე და სახელს არამართლებს, არველაძე ამ ფედერაციის მართველობის დროს არ მოვა, არც ესაქმება ნაკრებში რაიმე. ავტორო იმედია რეიტინგისთვის გამოიყენე ის სამი მწვრთნელის სახელი. ესეთი არაკომპეტენტურიც არიქნები. ვაისი უნდა დარჩეს და თუკი მასზზე გადატეხავს ფედერაცია ჯოხს, მაშინ ისევ ცხადაძე უნდა დანიშნონ. აქ ფეხბურთელების პრობლემა და არა მწვრთნელის, შედეგს ნუ ვითხოვთ ამ შემადგელიბისგან. მეტი არ შეუდძლიატ, მადლობა მათ კიდევ რასაც ცდილიბენ.
Kamp_nou
09 ოქტომბერი 2017 12:14
2
Cxadadze daabrunet!
Dato
09 ოქტომბერი 2017 12:07
3
რა სისულელეა მილიონების გადაყრა მაგ მწვრთნელებში.და შედეგი იქნება უკეთესი თქვენი აზრით? ისევ ამას ვაცალოთ.გაიცნო უკვე ნაკრები და არც ძვირია მაინცდამაინც.ან ვინმე ქართველი
gia
09 ოქტომბერი 2017 09:28
0
აბა რაა, სისულელეა ამდენი ფულის გადაყრა, მე მამუშავეთ 700-800 ლარს დავჯერდები, (წაგებას რა უნდა?) შესაძლოა ხანდახან ფრესაც გამოვკრა ხელი, მსურველებს (ფეხბურთის ფედერაციას) ველოდები, სტადიონის შესასვლელთან, კონტრაქტი უვადო მინდა, შვებულება წელიწადში 3 ჯერ, გამოსასვლელ დღეებზე შევთანხმდებით. ახლა გეკითხებით არ დაგეზოგებათ ფულიი???
g.v.g.
13 ოქტომბერი 2017 21:06
0
ბიჯო, კიდე უცხოელი მწვრთნელის ჩამოპროწიალებაზე ოცნებობთ ბიჯო?!
Gij
09 ოქტომბერი 2017 04:28
0
დანიშნეთ დევდარიანი!
მერაბი
08 ოქტომბერი 2017 17:00
9
kobiashvili romelic mteli cxovreba pexburtit cxovrobda,dgs aris pederaciis prezidenti,saidanac maqsimumi sheuzlia gauketos qartul pexburts da im saqmes rasac mteli cxovreba dautmo.eg ki deputatobas chalichobs gldanshi da amis mere rogor davijerorom am kacs pexburtiuyars da nakrebis bedi awuxebs da saertod oexburtis...amitom arc mikvirs vaisas rom uwoneben mushaobis shedegs.P.S. VAIS GABBEYARE UIS SHEVEYAREO ,MAGRAM VAISI UNDA WAVIDES,ISEDAC WASULI ARAA?
euhh
08 ოქტომბერი 2017 16:24
2

სიახლეები პოპულარული