"შედეგი მომეთხოვება, მაგრამ დააკვირდით, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 6 ოქტომბერს, უელსთან მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია "დინამო არენაზე" გამართა.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, საქართველოს ნაკრებმა უელსის ნაკრები მიიღო და 0:1 დამარცხდა.

- საქართველოს ნაკრებმა უელსთან ისტორიაში პირველად წააგო [VIDEO+PHOTO]

- წაგების მიზეზი იყო თუ არა ნახევარდაცვის ცენტრში უთამაშებელი ფეხბურთელების ყოფნა?
- რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. სხვა გამოსავალი ამ მომენტისთვის არ გვქონდა, ძალიან ბევრი უთამაშებელი ფეხბურთელი გვყავდა. ამიტომ იყო თამაშის ხარისხი დაბალი და გადამწყვეტ მომენტში ბოლო პასი გვაკლდა. ამ ფაქტორმა
მთელს საკვალიფიკაციო ეტაპზე დიდი პრობლემები შეგვიქმნა.

ჩემს ფეხბურთელებს ვერ ვუსაყვედურებ, რადგან ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ.

- როგორ აღიქვამთ თქვენს პროფესიულ კარიერაში მსოფლიო ჩემპიონატის ციკლის მოგების გარეშე ჩატარებას?
-
დიახ, მე ვარ მწვრთნელი და მომეთხოვება შედეგი, მაგრამ დააკვირდით, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები. ყაზახეთი, პოლონეთი, დანია და ა.შ.

ურთულესი თამაში იქნება სერბეთში. დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ ითამაშებს ჩვენი მომავალი მეტოქე ავსტრიაში. ჩვენ მოსაგებად გავალთ მოედანზე, მაგრამ ფაქტია, რომ სერბეთს უკეთესი მოთამაშები ჰყავს.

რა თქმა უნდა, მოლდოვასთან თამაში უნდა მოგვეგო, მაგრამ არ გაგვიმართლა. დანარჩენს რაც შეეხება, წარმატებისკენ სვლა ხანგრძლივი პროცესია და ეს მალე არ მოხდება.

- ამ ეტაპზე, პროგრესს ხედავთ ეროვნულ ნაკრებში?
-
რა თქმა უნდა, ქულების რაოდენობის მხვრივ არ არის პროგრესი, მაგრამ გუნდმა შეიძინა დიდი გამოცდილება და გამოჩნდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებმაც კარგ დონეზე ჩაატარეს თამაში. შეცდომები ბევრია და მეც ვუშვებ შეცდომებს. ვფიქრობ, რომ ამ გუნდს პროგრესიც აქვს და პერსპექტივაც.

მე ვიქნები თუ არა მწვრთნელი, საქართველოს ნაკრები შემდეგ საკვალიფიკაციოზე შეძლებს წარმატების მიღწევას, რადგან იქ სუსტი გუნდები იქნებიან.

- თქვენ ამბობთ, რომ ძლიერი ამარცხებს სუსტს. მაგრამ თქვენვე დააწერინეთ ისტორია სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებს, სადაც ძლიერები დაამარცხეთ. რატომ ვერ ვაკეთებთ ამას ჩვენ?
- პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ სლოვაკეთის ნაკრები არის ძალიან ძლიერი გუნდი და უკეთესი რეიტინგიც აქვს. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ ხდება ხოლმე, როგორც გვინდა...

- როდესაც პრაქტიკას გულისხმობთ, როგორ შეაფასებდით ჯაბა კანკავას 90 წუთს, არ იყო ეს შეცდომა? რატომ ვიგვიანებთ შეცვლებს, ხომ არ ჯობდა მეტ შემტევ ფეხბურთელს ეთამაშა?
-
ყველანაირად ვეცადეთ, რომ შემტევი ფეხბურთი გვეთამაშა და მომენტები შეგვექმნა. ვფიქრობ, ჯაბა კანკავამ კარგად ჩაატარა ეს თამაში, შესანიშნავი პროფესიონალია და იმსახურებს, რომ კარგ გუნდში ითამაშოს. სხვა ვერაფერს ვიტყვი.

- როგორი ტაქტიკით ითამაშებთ სერბეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ?
-
ტაქტიკას ყველა თამაშისთვის ვცვლით. რაც შეეხება სერბეთთან თამაშს, რამდენიმე ცვლილება აუცილებლად იქნება.
მკითხველის კომენტარები / 111 /
გვარდიოლა, მოურინიო და ანჩელოტი რომ დანიშნოთ ერთად, უკეთეს შედეგს დადებენ? არა მგონია. ამაში ყველანი დარწმუნებული ხართ(თუ არა მიმართეთ ექიმს).სანამ ფეხბურთელები არ გვეყოლება არაფერი არ გამოგვივა და ვერანაირი მწვრთელი ვერ გვიშველის!!! უბრალოდ, დანიშნონ ქართველი ვინც უნდათ, ამდენი ფული აღარ გაედინება საზღვარგარეთ და რამოდენიმე ქართული ოჯახი გამდიდრდება. ესაა მთელი ფილოსოფია...
fan
12 ოქტომბერი 2017 13:28
0
თქვა სიმართლე - "ჭ" კლასის გუნდებში მოთამაშე ფეხბურთელებისგან ჩვენი ნაკრების ვითხოვთ ევროპის ლიდერად გახდომას.
შოთა
08 ოქტომბერი 2017 16:58
1
სულ ფულს რო გაიძახით მე თუ მკითხავთ ეგეც არ უნდა ჰქონდეთ. რაგბისტებს და კალათბურთელებს შეხედეთ რა შედეგებს დებენ ფეხბურთელებთან შედარებით და მაგის მეათედიც არ ქონდათ დაფინასება ორივეს ერთად. ფეხბურთის თამაშს სინდისი, ნიჭი და ოფლის დაღვრა უნდა თორემ 90 იანებში რა ფული იყო საქართველოში ან მიშა მესხი რო თამაშობდა ფული წყვიტავდა მისთვის რამეს ან სხვებისთვის, 300 მილიარდიც რომ იყოს ამათგან არაფერი გამოვა, კაცს რო კარში დარტყმის შეგეშინდება ისე ვერ მოგებ თამაშს მოწინააღმდეგის ავტოგოლის იმედზე და საერთოდ კონტრშეტევა რა არის ვინმემ მაინც აუხსნას ამ საწყლებს თორემ სანამ 11 ივე მოწინააღმდეგე დაცვაში არ ჩაჯდება მანამდე საჯარიმომდეც რო ქონდეთ ჩატანილი ბურთი უკან უბრუნებენ მეკარეს ნეტა რომელმა მწვრთნელმა ასწავლა ფეხბურთი ბავშვობაში ან ქუჩაში მაინც არ უთამაშიათ ერთხელ მაინც.
ფულია ფული ---- კაცია ადამიანი
08 ოქტომბერი 2017 14:56
0
გეთანხმებით.ერთსაც დავამატებდი,ეროვნული ნაკრები დააკომპლექტონ საქართველოს ჩემპიონატიდან.ამაში რამხელა მოგება გვექნება3-5 წლის განმავლობაში:1.თვითონ ფეხბურთელები აიმაღლებენ დონეს.2.საქართველოს ჩემპიონატიც ამაღლდება.3.გულშემატკივარიც აღარ დაიგლეჯს ნერვებს.4.უცხოურ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებზე აღარ გვექნება სახვეწარი,მინდორზე რომ გახვალ 90 წუთი დაიხარჯეო[სადაც არიან იქ არ ათამაშებენ და აქ ჩამოდიან სათამაშოდ და ჩვენს ნერვების გასახეთქად,ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას იქ სადაც არიან].5.აუცილებლად დაინიშნოს ქართველი მწვრთნელი,კარგი ხელფასით[გვყავს ეგეთებიც]და ა.შ. რამხელა ეკონომია გვექნება,მაგრამ არა. იქ მაღლა ფედერაციაში თავს კარგათ გრძნობენ და ვის ადარდებს ქვეყანა. "მაფიოზი"!!!!
chabuka
09 ოქტომბერი 2017 11:33
1
ცხადაძე მაღალი ხელფასის საბაბით დაითხოვეს ნაკრებიდან.
ამ ვაისს იცის ვინმემ რამდენი აქვს ანაზღაურება? რატომ არის გასაიდუმლოებული.
ან შედეგზე პასუხი მომეთხოვებაო რომ გაიძახის, რაში გამოიხატება ეს პასუხისმგებლობა? კობიაშვილი ყოველშემთხვევაში მადლობას უხდის, კმაყოფილი ვარ შედეგითო
lashamax
08 ოქტომბერი 2017 14:38
1
ვერ გავიზიარებ აქ გამოთქმულ შეფასებების უმეტესობას. ჩვენ საქართველოში ფეხბურთი ვერ აღორძინდება. ფეხბურთი დღეს სპორტი აღარ არის, ეს არის კომერციული სანახაობა. გარდა ლეგალური ფულისა ამ საქმეში ბრუნავს ამ ლეგალუღთან შედარებით მინიმუმ 10ჯერ, შეიძლება 100 ჯერაც მეტი შავი და ტოტალიზტორის ფული! ჩვენთან საქართველოში ნორმალური საფეხბურთო ლიგის შექმანა შეუძლებელია. ვერც ერთი გუნდი ვერ გაქაჩავს იმ ბიუჯეტს რომელიც სტაბილურად 5 წელი მაინც გუნდის შენებას ესაჭიროება. ხომ ხედავთ ოდნავ წამოიზრდება ვინმე სხვებზე ნიჭიერი ფეხბურთელი და იმავე წამს საზღვარგარეთ გარბის?! მოკლედ ფულია ყველაფერი და ის 250-300 ვილიონი საკმარისი სულაც არ არი. დაახლოებით 100 ჯერ მეტია საჭირო!!!
aburjga
08 ოქტომბერი 2017 13:51
7
შე კაი კაცო თავდაცვის სამინისტროს წლიური ბიუჯეტია 680 მილიონი და ფეხბურთია თუ ომი დაიწყო 100-ჯერ რომ გაიზარდოს!!??
კინტო
08 ოქტომბერი 2017 14:04
1
ჯერ ირლანდიასთან და ავსტრიასთან უნდა წაეგო ვაის მაგრამ ანანიძის თითო საგოლე პასმა უშველა. აი უელსთან კი ანანიძემ ვეღარ უშველა. იმიტომ გაიძახდა ვაისი ანანიძე უნიკალური მოთამაშეაოოოოოო!! უელსთან სანამ სხირტლაძე არ გამოვიდა საქართველოს საერტოდ ცენტრიდან არ შეუტევია, მარტო ფლანგიდან ფლანგზე გადაქონდათ ბურთი!!
რამ შეუშალა ხელი ვაისს დაეყენებინა სასტავი 4-2-4 სისტემით !!?? აი შემადგენლობაც იმ ფეხბურთელებიდან ვინც ყავდა: მეკარე-მაკარიძე, მარცხენა მცველი-ხოჭოლავა(მეორე ტაიმში ნავალოვსკი), ცენტრები-კვირკველია და კაშია, მარჯვენა მცველი-კაკაბაძე, ნახევარ დაცვა მარცხნივ მერებაშვილი, მარჯვნივ ჯიღაური (მეორე ტაიმში ჭანტურია), შუაში- კანკავა,გვილია(მეორე ტაიმში ყაზაიშვილი),თავდასხმა-სხირტლაძე ქვილითაია.
უფრო შემტევი, გინდაც წაეგო, მაინც წააგო რა აზრი ქონდა დაცვით ვარიანტს ვერ გამიგია ვეღარსად ვერ გავდიოდით. მწვრთნელია პასუხის მგებელი სასტავის დაყენებაზე და მარტო მის ხელშია ვინ გამოვა სათამაშოდ!!!!!
მწვრთნელი
08 ოქტომბერი 2017 13:36
0
ეს რომ დამოუკიდებელი მწვრთნელი იყოს და არა ფედერაციის ბულკივით ბიჭი
ბევრ რამეს თავის თავზე აიღებდა,თუნდაც ბოლო თამაშში ბელგრადში სულ სხვა ნაკრებს წაიყვანდა თუ შედეგი არ იქნება ის ახალგაზრები გამოცდილებას მაინც მიიღებენ და აუგი მათზე არც არავის დასცდება.
-ახლა კი რა გამოდის? მორიგი საცოდავი წაგების შემდეგ ყველა კმაყოფილა;ფეხბურთელიც მწვრთნელიც ფედერაცია და ა.შ. ქართული ფეხბურთის ,,მესვეურები" პატრონი და პასუხის მომთხოვნი არავიმ ჰყავთ.გასასამართლებელი საბუთიც ისეთი აქვთ ქვას გახეთქავს.
ნახეთ სად თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელებიო. ამ შეგნებით და ამ გაგებით მინდორზე საერთოდ არ უნდა გახვიდე
ბ_-
08 ოქტომბერი 2017 13:19
1
ვაისსი სლოვაკეთის ფეოლაა!!!!ამონარიდი კინოფილმიდან "ფეოლა": "უქიმერიონი" "სატევარს" ეთამაშება და "სატევარს" მეორე ბურთი გააქვს "უქიმერიონის" კარში ამ დროს ხვედელიძე მიირბენს ფეოლასთან და ეუბნება:"რა ვქნათ ფეოლა ხომ ხედავ ვაგებთ,ა!!??" ფეოლა ხვედელიძეს: " რავიცი რავქნათ, გააგრძელეთ ბიჭებო თამაში მე თქვენით ძალიან კმაყოფილი ვარ". აი ასეა ეხლა ჩვენი ნაკრების საქმე (ნახეთ ფილმი "ფეოლა). ვაისსი სლოვაკეთის ფეოლაა!!!!ამონარიდი კინოფილმიდან "ფეოლა": "უქიმერიონი" "სატევარს" ეთამაშება და "სატევარს" მეორე ბურთი გააქვს "უქიმერიონის" კარში ამ დროს ხვედელიძე მიირბენს ფეოლასთან და ეუბნება:"რა ვქნათ ფეოლა ხომ ხედავ ვაგებთ,ა!!??" ფეოლა ხვედელიძეს: " რავიცი რავქნათ, გააგრძელეთ ბიჭებო თამაში მე თქვენით ძალიან კმაყოფილი ვარ". აი ასეა ეხლა ჩვენი ნაკრების საქმე (ნახეთ ფილმი "ფეოლა).
ვაისსი სლოვაკეთის ფეოლაა!!!!
08 ოქტომბერი 2017 13:44
1
ხორვატიის მთავარმა მწვრთნელმა ანტე ჩაჩიჩმა თანამდებობიდან განთავისუფლების შემდეგ კომენტარი გააკეთა და თავის თავზე აიღო ის შედეგები რაც ხორვატიამ აქამდე დააგროვა (17 ქულა მეორე ადგილი). აღიარა ისიც რომ მან დააყენა ხორვატიის გასვლა არ გასვლის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ!!?? აი მწვრთნელი!!!
მწვრთნელი
08 ოქტომბერი 2017 12:53
1
ვაისს ხომ აძლევენ ხელფასს და შედეგი გვაქვს ნული . დამნიშნონ მე მწვრთნელად და უარესი შედეგი ნამდვილად ვერ მექნება . მე მომცენ მაგ ხელფასი არ შეიძლება? თუ კობის ახლობელი უნდა ვიყო მაინცდამაინც?
ზუუბიი
08 ოქტომბერი 2017 13:02
1
ვაისს ხომ აძლევენ ხელფასს და შედეგი გვაქვს ნული . დამნიშნონ მე მწვრთნელად და უარესი შედეგი ნამდვილად ვერ მექნება . მე მომცენ მაგ ხელფასი არ შეიძლება? თუ კობის ახლობელი უნდა ვიყო მაინცდამაინც?
ზუუბიი
08 ოქტომბერი 2017 12:59
1
ტავმოყვარე მცვრტნელი ტვიტონ ცავიდოდა მაგრამ ამას ხო ნამუსი არააქ ფედერაციის მაფია მუსჰაობს ერტი კრიტერიუმი დაასახელოს რისტვის გირს მისი გაჰერება,ცადიიიი ცადიიიი მოგვსჰორდი ვაისსსს.სანამ ვაისია მე სტადიონზე არ მივალდ აამიტ ვიტყვი ჰემ პროტესტს
bajo
08 ოქტომბერი 2017 12:39
2
რომ გაიძახით დარჩესო!! კი ბატონო დარჩეს, მაგრამ ერთი ვერ გამიგია აგერ უკვე სამი წელი გაილევა რაც ვაისი მწვრთნელია და როდის უნდა გადმოვიდეს საცხოვრებლად საქართველოში, რომ მთლიანად ჩაებას და გაერკვეს ჩვენი ცხოვრების არსში.მასე ბიძია მეც ვუყურებ ტელევიზორში ფეხბურთსა და შემიძლია დაგიხაზოთ რამდენიც გინდათ ტაქტიკა შემადგენლობა ნაკრების,თუ სლოვაკეთიდან კარგად ჩანს ჩვენი ბიჭები როგორ აგორავებენ ბურთს საქართველოში და შიათ თუ წყურიათ ერთ ფეხზე გკიდიათ!!??? რომ აგიჩემებიათ დაბალი დონეა ქართულ ფეხბურთშიო ვაისი რა თავს იკლავს საქართველოს ჩემპიონატის დონის ასამაღლებლად თუ წელიწადში 5-ჯერ შეკრიბავს 10 დღით ნაკრებს და ეგ გონიათ ფედერაციას საქმე გაკეთებული!!??? უხადეთ მაშინ ფული ყოველ წლიურად კი არა, არამედ რამდენჯერაც ჩამოვა და გაივლ გამოივლის მინდორზე!!არც ვაისია ნიკლუხო მაკლაი და არც ჩვენ, ქართველები ვართ პაპუასები ფეხბურთში. ეს ნაკრები ჩვენი ხალხისაა და არა ფედერაციის და ვაისის! იქნებ გამონახოთ დროფედერაციამ და მიმართოთ ხალხს სად მიდის ამდენი ხარჯები სანამ ჯერ კიდევ დროა!! ახალი ზელანდია
ახალი ზელანდია
08 ოქტომბერი 2017 12:35
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული