საქართველოს და უელსის ნაკრებებმა პირველი ტაიმი უგოლოდ ჩაამთავრეს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ციკლის მატჩს უელსის ნაკრებთან მართავს. თბილისში, "დინამო არენაზე" მიმდინარე შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა - 0:0.

მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო. გუნდებმა და გულშემატკივრებმა პატივი მიაგეს ტრაგიკულად გარდაცვლილი "ზუგდიდის" მეკარე შოთა მამინაშვილის ხსოვნას.

სანახევროდ შევსებულ "დინამო არენაზე" ანგარიშის გახსნის შანსი სტუმრებს ჰქონდათ, თუმცა გიორგი ლორიამ მათ ამის საშუალება არ მისცა. ძალიან სახიფათო იყო 38-ე წუთზე, ოთარ კაკაბაძის ჩაწოდების შემდეგ გიორგი ქვილითაიას თავურიც, თუმცა ბურთი მცირე მანძილით ასცდა უელსელთა კარს.

ვლადიმირ ვაისმა მატჩი ამ
შემადგენლობით დაიწყო:
გიორგი ლორია, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, საბა კვირკველია, გიორგი ნავალოვსკი, ვაკო ყაზაშვილი, ჯაბა კანკავა (კ), ვაკო გვილია, გიორგი მერებაშვილი, გიორგი ჭანტურია, გიორგი ქვილითაია.

სათადარიგოები: გიორგი მაკარიძე, როინ კვასხვაძე, უჩა ლობჟანიძე, დავით ხოჭოლავა, ლაშა დვალი, ოთარ კიტეიშვილი, ვლადიმერ დვალიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ლუკა ჰუფნაგელი, ჯაბა ჯიღაური, გიორგი აბურჯანია, დავით სხირტლაძე.

 

მკითხველის კომენტარები / 2 /
რააც ჩვენი ნაკრები თამშობს ეგ ფეხბურთი კი არა ბურთობაა, არანაირი კომბინცია არანირი მოძრაობა უბურთოდ თავი ვარჯიშზე გონიათ და დაძუნ ძულბენ. ფეხბურთის თამაში პირვრლ რიგში აზროვნებაა სენი ოთხმოცინ წლებში ჩარჩნენ და ვეღარ გამოდიან ვაისი კი იღებს თავის მილიონებს და რა ენაღვლება
ფეოლა
21:56 06-10-2017
0
ორივე გუნდი მეორე ტაიმისთვის ინახავს ძალასმაგრამ შეხედეთ შეტევების განვითარებას:უელსელები ჩაწოდებისას დასწრებაზე გარბიან,ჩვენები კი მცველთა ზურგს უკან.ამიტომ სტუმართა შეტევები გაცილებით მწვავეა,თანაც ჩვენი დაცვა მეტოქის მოძრაობაზე აყოლას აგვიანებს და პრაქტიკულად არავის არ იჭერს,თუ ასე გაგრძელდა,გაგვიტანენ.გამარჯვების ჟინი არ ჩანს ჩვენ თამაშში.იქნებ გავიღვიძოთმეორე ტაიმში.
სოსო
21:06 06-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული